"გენტის" მწვრთნელი: 1 წლის წინ ჩაკვეტაძე ჩვენი "ოქროს ბიჭი" იყო, შემდეგ კი ტრავმის გამო ბევრი გაუცდა

AutoSharing Option
"გენტი" ნაყოფიერი შეკრების შემდეგ ბელგიაში დაბრუნდა. ბელგიულმა გუნდმა 1 ახალი ფეხბურთელი დაიმატა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შეკრებაზე ის იყო, რომ მთავარმა მწვრთნელმა იეს ტორუპმა გიორგი ჩაკვეტაძის გამო ახალი ტაქტიკა გამოსცადა.

"ინგოლშტადის" წინააღმდეგ "გენტმა" თავიდან 4-4-2 სისტემით ითამაშა, შემდეგ კი - 4-3-3-ით.

"პირველი ტაქტიკა ჩვენს ბაზისად რჩება, თუმცა ჩვენ გვჭირდება გეგმა "B". 4-3-3 სქემისთვის შესაბამისი ფეხბურთელები გვყავს. თუმცა არჩეული გზა საკმაოდ წარმატებულია "გენტისთვის", ამიტომაც 90-95%-ის შემთხვევაში ასე განვაგრძობთ. დივიდისა და ჩაკვეტაძესთან ერთად მოედანზე ყოფნის დროსაც 4-4-2 სისტემა შენ
არჩუნდება.

გიორგი კი ჯერ არ არის ძველ დონეზე, თუმცა ახლა უფრო გაბედულია, ვიდრე რამდენიმე კვირის წინ. 1 წლის წინ ის ჩვენი "ოქროს ბიჭუნა" იყო, თუმცა შემდეგ რამდენიმე თვე ტრავმის გამო გაუცდა. მისი დაბრუნება ისეთივეა, როგორც კარგი ფეხბურთელის ტრანსფერი", - განაცხადა იეს ტორუპმა.

2020 წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრას "გენტი" 18 იანვარს, შინაურ კედლებში, "მუსკრონის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

მომზადებულია Het Laatste Nieuws-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 4 /
კაცმა გარკვევით თქვა, ჯერ ფორმაში არ ვიქნებიო, ავის მოსურნე ვინ ყავს ნეტა არ მესმის. ნაგრუსკით რომ ვერ ითამაშებს ჯერ, იასნია, ამხელა ოპერაცია გადაიტანა, მაისის ბოლოს თუ იქნა ძველი გიორგი, ეს იქნება იდეალნი ვარიანტი. ნუ მთავარია ეხლა მაგან ტრამვა არ გაიმიზეზოს და ნელნელა გამოჯანმრთელდეს, სიჩქარე არ ვარგა. მგონი მარტის ბოლომდე საკმარისი დროა და მაინც გამოვიყენებთ. მე ბელარუსთან 20 წუთს ვათამაშებდი
vaso
02:24 14-01-2020
1
Am kacs avis mosurneebi rogor unda yavdes arvici. Suli da gulit vbaleshikob da minda 26 da 31 marts formashi ikos, diax 31 martsac megobrebo. Rac sheexeba tramvaas, eg sportis tanmdevia da or udides varskvlavs tuar chavtblit yvela fexburtels ushlis eg xels.
Milani
18:40 13-01-2020
3

სიახლეები პოპულარული