ფოტო: FC Rubin Kazan
ყაზანის "რუბინმა" თურქეთში, ქალაქ ბელეკში ზამთრის პირველი შეკრება დაგეგმა და გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ყველა ქარველი წაიყვანა.
გუნდთან ერთად თურქეთში ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ბექა მიქელთაძე და ნიკა ყოფიანი გაემგზავრნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გუნდში ყველა მათგანი რჩება.
"რუბინი" თურქეთში 25 იანვრამდე დარჩება და 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ყაზანელები 21 იანვარს პოლონურ "ლეხს", ხოლო 25 იანვარს ბრატისლავის "სლოვანს" დაუპირისპირდებიან.