მოსკოვის "სპარტაკის" სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა მიხაილ ვარტაპეტოვმა ჯანო ანანიძის ხშირი ტრავმების მიზეზებზე sportbox.ru-სთან ისაუბრა.
"რატომ ჰქონდა ჯანო ანანიძეს ამდენი ტრავმა? მყესების გაწყვეტის აცილება, რომელიც ნაკრებში მიიღო, ალბათ, შეუძლებელი იყო. ტრავმები საფეხბურთო რისკებია და არავინ არასდროს არ არის ამისგან დაზღვეული. ტერფის დაზიანება ასევე გავრცელებული ტრავმაა ფეხბურთელებში.
ერთი და იმავე კუნთების ჯგუფის სერიული დაზიანების თავიდან აცილება შესაძლებელია და ამის მიზეზი, როგორც წესი, სამწვრთნელო პროცესის შეცდომებია. თუმცა ამ შემთხვევაში ეს მაშინ ხდება, როცა მსგავსი ტიპის ტრავმების მიმართ გენეტიკური მიდრეკილება არსებობს.
რაც შეეხება ჯანოს,
დიდი იმედი მაქვს, რომ თავისი "ნორმა" ტრავმების უკვე მიიღო და მისი სამომავლო კარიერა შეუფერხებლად ჩაივლის.
მას რომ უფრო მეტი კუნთოვანი მასა ჰქონოდა, ის ნაკლებ ვარჯიშს გააცდენდა ამა თუ იმ დაზიანების გამო, თუმცა სხვა შემთხვევაში ის თავის კოზირს - სისწრაფესა და მანევრირებას დაკარგავდა", - აღნიშნა ვარტაპეტოვმა.
ვარტაპეტოვმა "სპარტაკი" 2019 წლის სექტემბერში დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძემ შესაძლოა კარიერა თურქეთში გააგრძელოს.