ჯანო ანანიძის დამატების სურვილი რუსულმა კლუბმა გამოთქვა, საუბარიც შედგა

AutoSharing Option
სხვადასხვა რუსული გამოცემის მიხედვით, მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, შესაძლოა, სათამაშოდ "ტამბოვში" გადავიდეს. აღნიშნული ინფორმაცია "ტამბოვის" სპორტულმა დირექტორმა პაველ ხუდიაკოვმა დაადასტურა.

აღნიშნული ტრანსფერი იმ შემთხვევაში შედგება, თუ ქართველი ნახევარმცველი "დენიზლისპორთან" ვერ შეთანხმდება. ხუდიაკოვის თქმით, საქმე იჯარას ეხება, რადგან ანანიძეს გიჟური ხელფასი აქვს და "ტამბოვი" მას ვერ გასწვდება. საუბარი მხარეებს შორის აღნიშნულ საკითხზე უკვე შედგა, თუმცა 20 იანვრის შემდეგ მოლაპარაკებები დაიწყება. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ჯანოს თურქული ამბები იქამდე არ გაირკვა.

"ტამბოვი" 21 ქულით რუსეთის პრემიერლიგის 16-კლუბიან ცხრილში მე-11
ადგილს იკავებს. გუნდში წარმოშობით ქართველი 3 ფეხბურთელი თამაშობს: ძირითადი მეკარე გიორგი შელია, საუკეთესო ბომბარდირი გიორგი მელქაძე ("სპარტაკიდან" განათხოვრებული) და ასევე ძირითადი მცველი გურამ თეთრაშვილი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ტამბოვსკი ვოლკი ხარ ჯანო
ემრე
14:11 15-01-2020
3
ახლა ვიღაც უეჭველი გამოვა კომენტარით:"რა გინდათ ბიჭო, რაც შეუძლია აკეთებს ქვეყნისთვის, დალშე ყველამ ჩვენ თავს მივხედოთ, თავისი არჩევანია".

ჯერესერთი აქ ჯანოს მტერი არავინაა და თუ ვინმემ რამე თქვა, გული ტკივა ჯანოს გადაწვეტილებაზე და ენანება თავისი თანამემამულე. ვინმეს გიხარიათ ასეთ გადაწყვეტილებას რომ იღებს კაცი, რომელიც ნაკრების ერთერთი ლიდერია და საკუთარი ქვეყნის შედეგებზეცაა პასუხისმგებელი. ჯანოს ბედი ყველას გვეხება გარკვეულწილად, რადგან ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართ. დალშე მართლა ყველას თავისი გზით გაუმარჯოს
Janos gulshematkivari
11:15 15-01-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული