
"რუბინი", რომლის ღირსებასაც ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ბექა მიქელთაძე და ნიკოლაი ყიფიანი იცავენ, მეორე დღეა თურქულ შეკრებაზე იმყოფება, სადაც ახალი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი ავარჯიშებს.
სლუცკი ფეხბურთელებს გაეხუმრა: "ყოჩაღ, კარგი პირველი ვარჯიშია. ვიღაცამ იკითხა: "მე არ მოვკვდები?", მოედნის იმ ნახევრიდან მესმოდა.
თუ ვინმე მოკვდება კიდეც, ჩვენ ხალხი ბევრი გვყავს".
"რუბინი" 19 ტურის შემდეგ 19 ქულით რუსეთის პრემიერლიგაში მე-13 ადგილზეა, გუნდის მწვრთნელად კი "ვიტესიდან" დათხოვნილი სლუცკი დანიშნეს.