უკრაინის სატელევიზიო არხი "ფუტბოლი" იტყობინება, რომ თურქულ შეკრებაზე დონეცკის "ოლიმპიკში" სხვა რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად 21 წლის ნახევარმცველი თემურ ჩოგაძე იმყოფება.
ჩოგაძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია. თამაშობდა "საბურთალოში", "რუსთავში", ბათუმის "დინამოსა" და "ტორპედოში".
18 ტურის შემდეგ "ოლიმპიკი" უკრაინის 12-გუნდიან ჩემპიონატში 18 ქულით მე-9 ადგილზეა და როგორც მისი ესპანელი მწვრთნელი ვისენტე გომეს ფერნანდესი ამბობს, გაძლიერებას საჭიროებენ.