თურქულ შეკრებაზე ბათუმის "დინამოს" დამარცხების (1:0) შემდეგ, დონეცკის "ოლიმპიკმა" ყაზახეთის "კაისარსაც" მოუგო - 2:0.
ამ შეხვედრაში დონბასური გუნდის სასტარტოში იყო ნახევარმცველი თემურ ჩოგაძე, რომელიც მე-40 წუთზე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მოატყუა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ჩოგაძე 75-ე წუთზე შეცვალეს. მან თავის ახალ გუნდში 3 გოლი გაიტანა.
ამით "ოლიმპიკმა" თურქული შეკრება დაასრულა, სადაც 10-დან 9 მატჩი მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.
თემურ ჩოგაძემ გოლი "რასინგსაც" გაუტანა
თემურ ჩოგაძე: "ოლიმპიკში" პირველი გოლი გავიტანე - აქ პროგრესირება შემიძლია