გიორგი პაპუნაშვილის დებიუტი: ქართველის გუნდი აუტსაიდერთან დამარცხდა და თავად გახდა აუტსაიდერი

AutoSharing Option
სანტანდერის "რასინგში" ნახევარმცველ გიორგი პაპუნაშვილის დებიუტი შედგა.

სეგუნდა დივიზიონის 23-ე ტურში გიორგი პაპუნაშვილის ახალი გუნდი ლა კორუნიაში 1:2 დამარცხდა ადგილობრივ "დეპორტივოსთან", რომელიც იქამდე აუტსაიდერი იყო, ამ მარცხის შემდეგ კი აუტსაიდერი "რასინგია".

გიორგი 62-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში უკვე 2:1 იყო და თავის გუნდს ვერაფრით დაეხმარა, თუმცა გოლის გატანის ორი შესაძლებლობა ჰქონდა.

19 იანვარს "რასინგი" "ლას პალმასს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
პირველი თამაში იყო და მაგის კვალობაზე კარგადაც შევიდა, გუნდს დაეტყო. ნუ გოლი ვერ გაიტანა, მჯერა მოუმატებს, 2-3 თამაში და თუ ტრამვამ ხელი არ შეუშალა, მაგას სარაგოსა არსადაც არ გაუშვებს, რაიცი, იქნებ პირველი ქართველი ეგ გახდეს, რომელიც ლა ლიგაში გვეყოლება, ასე რომ პაპუს დასაცინად, ნამდვილად არააქვს საქმე. ვიმეორებ, თუ ტრამვამ არ წამოუყო თავი, მაგი თავისას იტყვის და ნაკრებსაც გამოადგება
vaso
21:38 18-01-2020
0
რანაირი სტატიების წერა იცით?? ვერაფრით ვერ დაეხმარა იტქმება იმაზე ვინც შევიდა და ვერაფერი გააკეთა. გიორგიმ აშკარად ბევრი ეცადა, უპირატესობასაც დაეუფლა მისი გუნდი, 3 ჯერ ძალიან სახიფათოდაც დაარტყა მაგრამ არ გავიდა გოლი...
იაგო
10:22 17-01-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული