ტორუპი: ჩაკვეტაძე ფორმის დაბრუნებასთან ახლოსაა

AutoSharing Option
"გენტმა" ესპანური შეკრება ნაყოფიერად გამოიყენა და ხვალ, 18 იანვარს, ჩემპიონატის 22-ე ტურში "მუსკრონს" უმასპინძლებს. მომავალი შეხვედრის წინ კლუბის საიტთან გუნდის მწვრთნელმა იეს ტორუპმა ისაუბრა და ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის მზაობაზეც გაამახვილა ყურადღება.

"ჩაკვეტაძე თავისი საუკეთესო ფორმის დაბრუნებასთან ახლოსაა. ძალიან კარგი პრაქტიკა გაიარა და "ინგოლშტადთან" საკონტროლო მატჩში 45 წუთი ითამაშა. ძალიან მწვავედ უტევდა. ამ კვირაში დავუჯექი და ველაპარაკე. მითხრა, რომ თითქმის იქაა, სადაც უნდა იყოს. "ჩაკუს" უბრალოდ მატჩის სათამაშო რიტმი და მოქმედებაში ფეთქებადი ძალა აკლია. დარწმუნებული ვარ, ამასაც გადალახავს და ძველებურად ათამაშდება".

"მუსკრონთან" მატჩის განაცხადში ტორუპმა ჩაკვეტაძეც შეიყვანა და თავდამსხმელი გიორგი ქვილითაიაც.

მკითხველის კომენტარები / 7 /
გიო დრო საჭიროზე მეტია ფორმის აღსადგენად, აჩქარება საჭირო არ არის.დინჯათ და თავდაჯერებულად იყავი, ჩვენ ყველას გვჯერა რომ მალე ისეთივე იქნები და პროგრესსაც გააგრძელებ. სანუკვარ მიზანს შენ უნდა გაუძღვე წინ ნაკრებს. გვიყვარხარ და გვეიმედები მთელ საქართელოს ქომაგებს.
G.LA
17:32 18-01-2020
0
გიო, აბა შენ იცი შვილო. დაკვირვებულად, ნელ-ნელა აღიდგინე ფორმა. მთელი საქართველო შენს იმედზეა.შენ თუ მაგრად იქნები, მთელი გუნდი გამოგყვება და მივაღწევთ სანუკვარ მიზანს.გფარავდეს ღვთისმშობელი მარიამი.
გია
01:46 18-01-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული