ქვილითაიას საგოლე პასი, ჩაკვეტაძის გამოუყენებელი მომენტი, გამარჯვება და "გენტი" მეორე ადგილზეა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 იანვარს, ბელგიის ჩემპიონატის 22-ე ტურში "გენტმა" საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა "მუსკრონი".

რომან იარემჩუკის ტრავმის გამო მწვრთნელმა იეს ტორუპმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა გიორგი ქვილითაია, რომელიც ერთობ აქტიური იყო, მე-9 წუთზე ლორენ დუპუატრი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და მან ანგარიში გახსნა.

შესვენების შემდეგ სტუმრებმა საპასუხო გოლი გაიტანეს, თუმცა მასპინძელთა თავდამსხმელმა ჯონათან დავიდმა ამის მერე 2 წუთში დუბლი შეასრულა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

ქვილითაია 75-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ შეცვალა, რომელიც 83-ე წუთზე გოლკიპერთან ერთი-ერთზე გავიდა და ნაღდი მომენტი ვერ გამოიყენა.

"გენტი" 42
ქულით მეორე ადგილზეა და 25 იანვარს "გენკს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მე ვუყურე მთლიან თამაშს და ავტორ, არ გეთანხმები! ჩაკვეტაძეზე გაცილებით რეალური მომენტი ჰქონდა მანამდე ქვილითაიას, როდესაც დეპოიტრის პასით მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩა, მაგრამ ბურთი შვიდმეტრიან კარს ააცილა. გიოს რაც შეეხება, კუთხე მახვილი იყო და მეკარეს კი გასცდა მაგრამ ბურთი კიდეს იქით გაექცა.
მთლიანობაში, უნდა ვაღიაროთ რომ ჩვენები ჯერჯერობით თავიანთ კონკურენტებს ჩამორჩებიან და აუცილებლად უნდა მოუმატონ
qomagi
20:30 19-01-2020
0
მე ვუყურე, ჩაკვეტაძე ერთი-ერთზე გავიდა,არ დაარტა რაომღაც, მეკარის მოტყუება მოინდომა და ბურთი წინ გაუგორდა.
მინდია
17:09 19-01-2020
1

სიახლეები პოპულარული