შანსი ქვილითაიასთვის - იარემჩუკი 3 თვე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
"გენტის" უკრაინელ ბომბარდირს, რომან იარემჩუკს დღეს აქილევსის მყესზე ოპერაციას გაუკეთებენ და ბელგიური HLN-ის ცნობით, დაახლოებით სამი თვე მოუწევს უქმობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სეზონში პრაქტიკულად თამაშს ვეღარ შეძლებს.

იარემჩუკმა "გენტში" მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 მატჩში 17 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

იარემჩუკის არყოფნაში შანსი გიორგი ქვილითაიას მიეცემა, რომელიც მწვრთნელმა იეს ტორუპმა გუშინ "მუსკრონთან" მოგებულ მატჩში (3:1) ძირითად შემადგენლობაში დააყენა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მამუკაევიჩ დავაი შებერე! მარტში საუკუნის თამაში გვაქ! ფორმაში უნდა იყო 200%.
2
ორმაგი შანსი. ერთი ის რომ ქვილითაია მეტს ითამაშებს და ფორმაში შევა მეორე ის რომ იარემჩუკის გარეშე უკრაინა შესამჩნევლად დასუსტდება და ევროპის ჩემპიონატზეც ადვილად მოვუგებთ)))
იაგო
20:57 19-01-2020
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული