ლეგიონის უქმეები: ორი ქართული გოლი თურქეთსა და ბელგიაში [VIDEO]

AutoSharing Option
ქართული ლეგიონერების ჩემპიონატების უმრავლესობა ჯერ არ განახლებულა, თუმცა 2020 წლის ოფიციალურ მატჩებში უკვე გავიდა ქართული გოლები.

ესპანეთი
ლა ლიგა 2. გიორგი პაპუნაშვილის (75-ე წუთზე შეცვალეს) "რასინგმა" "ლას პალმასს" უმასპინძლა, ბოლო წამებამდე უგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა - 1:1.

პორტუგალია
პრიმეირა. გიორგი მაკარიძის (90 წუთი, გააფრთხილეს) "სეტუბალმა" სტუმრად 1:0 მოუგო "ბელენენსეშს". ქართველი გოლკიპერის ანგარიშზე მორიგი "მშრალი" თამაშია.

ჰოლანდია
ერედივიზიე. გიორგი აბურჯანიას (სათადარიგო) "ტვენტემ" "გრონინგენს" უმასპინძლა და 0:0 დაუზავდა.

ბელგია
ჟუპილერლიგა. 75-ე წუთზე გიორგი ქვილითაია გიორგი ჩაკვეტაძემ შეცვალა. შინ "მუსკრონთან" 3:1 მოგებულ შეხვედრაში თავის გამოჩენა ორივე
ქართველ ლეგიონერს შეეძლო, თუმცა ქვილითაიამ საგოლე პასი მაინც მიითვალა, თანაც საკმაოდ ლამაზი.

ლუკა ზარანდიას (67-ე წუთზე შევიდა) "ვარეგემმა" "გენკს" უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.

პროქსიმუს ლიგა. ბექა ვაჩიბერაძის (77-ე წუთზე შეცვალეს) "ლომელმა" შინ 1:0 დაამარცხა გიორგი ბერიძის (90 წუთი) "ლოკერენი". ქართულ დუელში თავი ვაჩიბერაძემ გამოიჩინა. მან მე-6 წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა. ეს 23 წლის შემტევი ნახევარმცველის პირველი გოლია სეზონში. მისი "ლომელი" 24 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო "ლოკერენი" 18 ქულით ბოლო, მე-8 ადგილზეა.

საბერძნეთი
სუპერლიგა. ბაჩანა არაბულის (90 წუთი) "პანიონისი" შინ ოფისთან დამარცხდა - 1:2.

თურქეთი
სუპერლიგა. ლევან შენგელიამ (87-ე წუთზე შევიდა) პირველი გოლი გაიტანა "ქონიასფორში" და თან ეს გოლი გამარჯვებისა გამოდგა. ქართველი ლეგიონერის წარმატებას ისიც სძენს დატვირთვას, რომ ის მოედანზე ხუთი წუთის შესულიც არ იყო, გოლი კი მე-2 კომპენსირებულ წუთზე გაიტანა, რითაც თავის გუნდს სტუმრად "ანკარაგიუჯუსთან" 3 ქულა მოუტანა - 1:0.


1 ლიგა. გიორგი არაბიძის (ტრავმა) "ადანასპორი" შინ "ახიშარს" დაუზავდა - 0:0.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გვინდა უკეთესობა.
100%
13:02 20-01-2020
0
კარგად დაიწყო ეს წელი და მინდა ასე გაგრელდეს, წელს ევროპის ჩემპიონატი გვეთამაშოს ფეხბურთში
irakli
11:36 20-01-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული