ასე დასრულდა ჯანო ანანიძისა და "სპარტაკის" ისტორია - რუსულმა კლუბმა ქართველის წასვლა დაადასტურა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკმა" ჯანო ანანიძესთან დაკავშირებით განცხადება ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

კლუბსა და ქართველ ფეხბურთელს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა, - იტყობინება "სპარტაკი".

"ქართველი ნახევარმცველი "სპარტაკის" სკოლაში 2007 წლის ზაფხულში მოვიდა, ხოლო 2009 წლის 15 ივლისს პირველ გუნდში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. მაშინ 16 წლის ჯანომ რუსეთის თასის მატჩში "კრასნოდარის" წინააღმდეგ ითამაშა. 90-ე წუთზე მან ულამაზესი გამარჯვების გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი გახდა. ეს რეკორდი დღემდე ვერავინ დაამხო.

სულ ანანიძემ "სპარტაკში" 146 მატჩი გამართა და 16 გოლი გაიტანა.
"სპარტაკთან" ერთად ის რუსეთის ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი გახდა.

ჯანოს ჯანმრთელობას და წარმატებებს ვუსურვებთ", - წერია კლუბის განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 17 /
წარმატებები ჯანოს, იმედია ისეთ გუნდში გააგრძელებს კარიერას სადაც სათამაშო დრო ექნება. მას ჰქონდა კარგი პერიოდული გამონათებები და იმედია შეძლებს აწი მაღალ დონეზე სტაბილურად თამაშს.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
21 იანვარი 2020 15:15
0
სამწუხაროდ ჯანოს მატარებელმა მისი ტაიგაში ყოფნის დროს ჩაიარა! ყველას გაგვიხარდება თუ მოაბრუნებს!
ბასკი
21 იანვარი 2020 18:58
5
150 თამაში 16 გოლი.....და რაააა მაგარია?
ზაზა
21 იანვარი 2020 17:58
3
ჟანომ ფულის გამო გაანიავა საუკეთესო წლები სპარტაკში და ახლა ჭკუას ნუ ასწავლით რა, სად გააგრძელოს ყალთაბანდობა.
ოზეკი.
21 იანვარი 2020 17:23
1
ჯანო, წადი ევროპაში, ქეცბასთან დაგეხმარება ყველანაირად რო აიარო ადაპტაცია, ეგ კაცი ნაღდი ევროპელია თავისი მენტალიტეტით. ძალიან გააძლიერებს ანორთოსისს ჯანოს დონის ფეხბურთელი და ჯანოსაც ჭირდება ანორთოსისი ევროპაში შესაბიჯებლად. ხელფასია პრობლემა, რადგან სადაც 2 მილიონს იღებს კაცი, იქ ორ კაპიკზე არ დაგთანხმდება, მარა იმედია შეთანხება შედგება. წელს ანოსთოსისი ჩემპიონია
ugandas prezidenti
21 იანვარი 2020 16:16
0
მეც პირველი ანორთოსისი ვიფიქრე, თან ქეცბას ევასება ჯანო. მთავარმა ბომბარდირმა რაიომ ტრავმა მიიღო და მაგრად სჭირდება ახლა თავდამსხმელის უკან კარგი შემტევი.
ლაშა
21 იანვარი 2020 16:31
3
ქეცბამ თუ მაგი წაიყვანა, მართლა კაი კაცი ყოფილა, მეტი ქართული საქმე რა გინდა. 2 ლიმონი კი ქონდა ჯანოს ხელფასი, მარა არ ვფიქრობ რომ ყველას მაგი ღებულობდა. ან რატო უნდა მიეცათ სკამზე ჯდომაში? კონტრაქტი რომ ქონდა? მაგ ჭკუაზეა რუსი ქართველს მილიონები აძლიოს, მაქსიმუმ 500000 თუ მისცემდნენ, დანარჩენს თვითონ ჩაიდებდნენ ჯიბეში. ძველი და ნაცნობი სქემაა მაგი, ასე რომ თუ ტრამვამ არ შეუშალა ხელი და საშუალო ევროპულ გუნდში მოხვდა, სადაც პრაქტიკა ექნა, ჯანო მალე აკრიბავს ფორმას. ვიტესი კაი ვარიანტი იქნება მგონია, ეხლა უფულოთ შეიძლება ჯანოს დამატება, ვნახოთ.
vaso
21 იანვარი 2020 17:38
5
ეს რო ანორთოსისში გაიჩითოს ქეცბასთან ერთად დაგლიჯავს)))) ჩემპიონთა ლიგაზე გავლენ უეჭველი :) ხოდა რავი... 1 წელი დაბალ ხელფასზე რო ითამაშოს არაფერი დაშავდება მგონი :) პროსტა ანორთოსისის გავლით კაი გუნდში გადასვლა არ ჭირდება ამას, პირდაპირაც შეუძლია ნორმალურ გუნდში გადასვლა და მაგიტომაც არ მგონია კვიპროსში წავიდეს))
Tbiliseli
21 იანვარი 2020 16:41
1
სამწუხაროა რო ვერ განვითარდა, არადა მართლა ნიჭიერი იყო თავის დროზე
ირაკლი
21 იანვარი 2020 16:05
1
ბატონებო!!! რომ მოუწოდებთ წადი ევროპაშიო, იქნებ რომელიმემ იცით ისეთი ნორმალური კლუბი, რომელიც ჯანოს ეპატიჟებოდა და ეპატიჟება??? გაამხილეთ!!!
tngh
21 იანვარი 2020 20:25
8
რა ტალანტი გაფუჩდა რუსეთში წასვლით. ეხლა იქნებ ქეცბაისთან წახვიდე რომ კარიერა შემოატრიალო. წარმატებები!!!
ლომი
21 იანვარი 2020 15:28
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული