ჯანო ანანიძის აგენტი: 31 იანვრამდე პრიორიტეტი ევროპაა, თუ არადა...

AutoSharing Option
27 წლის ქართველი ფეხბურთელის აგენტმა თეიმურაზ ლეფსაიამ რუსულ გამოცემა sport-express-თან საუბარში ფეხბურთელსა და მოსკოვის "სპარტაკს" შორის კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე კომენტარი გააკეთა და ჯანოს კარიერის გაგრძელების ვარიანტებზე ისაუბრა.

- თუ "სპარტაკი" კონტრაქტის გაწყვეტის პირობებს არ ასახელებს, მაშინ არც ჩვენ ვიტყვით. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩვენი მხარე არ ვაჭრობდა, ჯანომ კლუბის მიერ შემოთავაზებული პირობები მიიღო.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია იმ თანხის ნახევარზე, რაც ანანიძეს კონტრაქტის მიხედვით 2021 წლამდე ერგებოდა. შეგახსენებთ, რომ ჯანოს ხელფასი "სპარტაკში" წელიწადში 1.7 მლნ ევრო იყო.

- როცა ჯანომ "სპარტაკთან"
ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, დიდად არ უვაჭრია და ახლაც ასე მოიქცა გაწყვეტის შემთხვევაში. ჯანო "სპარტაკის" მადლიერია იმ 11 წლისთვის, რაც მანდ გაატარა და პირველ რიგში, მადლიერია გულშემატკივრების, კლუბის თანამშრომლების, ხელმძღვანელობის და პირადად ლეონიდ არონლდოვიჩ ფედუნის.

- რა ვარიანტები აქვს ჯანოს და რომელი ქვეყნებიდან?
- რამდენიმე ვარიანტი არის სხვადასხვა ლიგიდან. მათ, ეთიკური მიზეზებიდან გამომდინარე, არ დავასახელებ. არსებობს ინტერესი რუსეთიდან, მაგრამ ჯანოსთვის ახლა პრიორიტეტი ატმოსფეროსა და ჩემპიონატის შეცვლაა, მას კარიერის გადატვირთვა სურს. ის მხოლოდ 27 წლისაა და საიდუმლო არაა, რომ ჯანო ნიჭიერი ფეხბურთელია. საკუთარი შესაძლებლობების 100 პროცენტით გამოვლინება მან "სპარტაკში", როგორც ჩანს, ვერ მოახერხა, მაგრამ ის ამისთვის ყველაფერს აკეთებდა. ახლა ალბათ დროა, გარემოს შეცვლაზე იფიქროს. განვმეორდები, ის 27 წლისაა და ჯერ კიდევ შეუძლია რამდენიმე წლის მაღალ დონეზე ჩატარება.

- რუსეთში "ტამბოვია" დაინტერესებული?
- რატომ უნდა დავასახელოთ ახლა ვინმე, როცა არანაირი შემოთავაზება არ მიგვიღია? ეს ულამაზო იქნება სხვა კლუბების მიმართ. "ტამბოვი", როგორ ვიცი, თავად ამბობდა დაინტერესების შესახებ, მაგრამ ჩვენ არასდროს ვაკეთებთ კომენტარებს კონტრაქტის გაფორმებამდე.

- რუსეთის კლუბში გადასვლის ვარიანტი მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილება თუ ანანიძე სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე ევროპაში ვერ გადავა?
- დიახ, 31 იანვრამდე ჩვენი პრიორიტეტი ევროპაა, ჯანოს ახალი გამოწვევა და ძალების მოსინჯვა იქ სურს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
დაბერდა ეს კაცი და ისევ პერსპექტიულად დარჩა, ისე რომ დროა მადლობა შეწიროს ღმერთს ყველაფრისთვის რაც სიკეთე დააბერტყა და დაკიდოს ბუცები სარაიაში.
დათო
22 იანვარი 2020 08:55
2
მეც მგონია რომ ყველაზე მაგარი ვარიანტია ქეცბაიასთან გადასვლაა. თუ მანდ ათამაშდა და შეთამაშდება ბიჭებთან ხომ ნაკრებისთვისაც მაგარი იქნება და კიდევ ეგ გუნდი თუ ლიგაზე გავა მერე მაგარი შანსი ექნება კაი ძლიერ გუნდში გადავიდეს.
კობა
21 იანვარი 2020 22:57
3
იყო და არა იყო რა, იყო შაშვი მგალობელი...
ლუკა
21 იანვარი 2020 22:44
2
ქეცბაიასთან თუ წავიდა ანორთოსისში ძალიან მაგარი იქნება ქართული მაფია კვიპროსში
გიორგი
21 იანვარი 2020 21:02
4
ჯანო წარმატებებს გისურვებ, აბა შენ იცი, ყველას უნდა დაანახო, რომ შენ სპარტაკზე უკეთესი გუნდის ღირსი ხარ. ძალიან ჭირდები ნაკრებს, შენ, რომ ფორმაში ხარ ნაკრები უფრო გააზრებულ ფეხბურთს თამაშობს.
s.s.
21 იანვარი 2020 20:49
1
ეგ ევროპაში თამაშს ვერ შეძლებს გაუჭირდება.
maxo
21 იანვარი 2020 18:33
18
იმედი ბოლოს კვდებაო, ამბობენ. ერთი ფაქტია, სპარტაკმა ბოლომდე გამოაშრო ჯანო და გაისტუმრა, რაიმე იმედი რომ ჰქონოდა დატოვებდა. ვნახოთ, 0-დანააქვს დასაწყები
vaso
21 იანვარი 2020 18:25
5
ქეცბაია ნაკრების მწვრთნელი რომ იყო მაშინ არ გაუკეთებია ნაკრეწბისთვის ისე კაი საქმე როგორც ეხლა აკეთებს, წაივანე რა თემო ესეც და მოხოდე შენებურად :))
gio
21 იანვარი 2020 17:34
2
აი ნახავთ ისევ რუსეთში თუ არ დარჩა. ოღონდ მაჩანჩალა გუნდში.
დავით
21 იანვარი 2020 17:34
14
იქნება ეშველოს ამ კაცს ბოლოსდაბოლოს. როგორც იქნა წავიდა სპარტაკიდან. იმედია რუსეთიდანაც წავა.
giorgi
21 იანვარი 2020 17:08
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული