"შახტარის" მცველმა დავით ხოჭოლავამ კლუბის საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში გუნდის პირველ შეკრებასა და მიზნებზე ისაუბრა.
- დავით, უკან მოიტოვე ერთთვიანი შვებულება. როგორ ჩაიარა და როგორი განწყობით შეუდექი მუშაობას?
- შვებულებამ კარგად ჩაიარა. უნდა ითქვას, აქტიურად ჩაიარა: თითქმის ყოველდღე ბიჭებთან ერთად მინი-ფეხბურთს ვთამაშობდი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. განწყობა ყველას სერიოზული გვაქვს. წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველის და უკვე დავიწყეთ მომზადება.
- გაგვიმხილე საიდუმლო: როგორ უნდა გაატარო შვებულება, რომ შემდეგ პირველივე დღიდან ადვილად ჩაერთო შეკრებაზე?
- ბოლო 10-14 დღე უნდა ირბინო, ტრენაჟორებზე ივ
არჯიშო, ფეხბურთი ითამაშო. მთავარია, არ გაჩერდე.
- პირველ ვარჯიშზე ყველანი შესანიშნავ განწყობაზე იყავით. იმიტომ, რომ ერთმანეთი და მოედანი მოგენატრათ?
- დიახ, ყველაფერი ერთად, ალბათ. შვებულებისას ზოგიერთ ბიჭს ხშირად ვხვდებოდი, ზოგიერთი კარგა ხანია არ მინახავს. მართლა კარგი განწყობა გვაქვს.
- დიახ, ყველაფერი ერთად, ალბათ. შვებულებისას ზოგიერთ ბიჭს ხშირად ვხვდებოდი, ზოგიერთი კარგა ხანია არ მინახავს. მართლა კარგი განწყობა გვაქვს.
- შეკრების პირველი დღეები ყველაზე მძიმეა. რითია განსაკუთრებული?
- აქცენტი ძირითადად ფიზიკურ მომზადებაზეა გაკეთებული. ძნელია, მეტადრე შვებულების შემდეგ, როდესაც ფეხბურთელები საუკეთესო კონდიციებში არ იმყოფებინ. ასე რომ, პირველი 10 დღე ყველაზე მძიმე იქნება.
- სეზონის მეორე ნახევარში როგორი გეგმები გაქვს?
- უპირველეს ყოვლისა, მოდით, პირველ დაპირისპირებაზე ვილაპარაკოთ: "ბენფიკას" დამარცხება და ევროპა ლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლა გვსურს. უკრაინის ჩემპიონატზე კი ოქრო უნდა მოვიგოთ.