კვიპროსული მედია: ჯანო ანანიძე თემურ ქეცბაიას "ანორთოსისში" მიჰყავს?

AutoSharing Option
კვიპროსული 24sports-ი იტყობინება, რომ "სპარტაკის" აწ უკვე ყოფილმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ შეიძლება კარიერა "ანორთოსისში" გააგრძელოს. ამ ინფორმაციას რუსული Metaratings-ი და БИЗНЕС Online-იც ადასტურებენ.

გამოცემების მტკიცებით, ანანიძის სამსახურით ფამაგუსტური გუნდის მწვრთნელი თემურ ქეცბაია პირადადაა დაინტერესებული.

ტრანსფერის განხორციელებას ისიც შეუწყობს ხელს, რომ ჯანომ "სპარტაკთან" კონტრაქტი გაწყვიტა, თავისუფალი აგენტი გახდა და მისი გადაბირება "ანორთოსისს" ცენტიც კი არ დაუჯდება.

"ანორთოსისი" კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერია, მის ღირსებას კი გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა იცავენ.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ეგ ბიჭი რა ხელფასაც მიეჩვია მგის მეხუთედს მაინც მიცემს ანართოსისი,რაღაც არამგონია. ისევ რუსულ გუნდში გადავა ეგ...
გოგა
16:18 22-01-2020
4
ანორთოსისი რომ სანატრელი გაუხდა ჩვენ ვარსკვლავებს)
რომანი
15:12 22-01-2020
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული