ოფიციალურად: ჯანო ანანიძე "ანორთოსისის" ფეხბურთელია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკვე ოფიციალურად - 27 წლის ნახევარმცველი ჯანო ანანიძე კარიერას "ანორთოსისში" გააგრძელებს.

ფამაგუსტურმა კლუბმა ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმა.

ჯანომ "სპარტაკთან" გუშინ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა ხელშეკრულება. ის მოსკოვური გუნდის ღირსებას 2009 წლიდან იცავდა, ამ სეზონში კი რუსეთის ჩემპიონატის 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ტრანსფერის ინიციატორი "ანორთოსისის" მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა. "ანორთოსისი" კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერია. მის ღირსებას გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა იცავენ.

ანანიძემ განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტული ევროპულ გუნდში თამაში იყო; თურქული, რუსული და ბერძნული კლუბები იწვევდნენ,
მაგრამ "ანორთოსისში" გადასვლაში ქეცბაიამ იქონია დიდი გავლენა, თან ჩემპიონობისათვის იბრძვიან და გულშემატკივრებს კარგ და შედეგიან თამაშს დაჰპირდა.

მკითხველის კომენტარები / 39 /
წარმატებები ჯანო, ძალიან კარგი ფეხბურთელი ხარ და გვეიმედები,
მაგრამ ინტერვიუს რუსულად რატომ აძლევ!!? რა პონტია, ტოოო ;)
გიო
23 იანვარი 2020 01:03
5
რუსულად არ უნდა ესაუბრა. მართლა ჩაიჭრა.
ისე წარმატებას ვუსურვებ
გიორგი
23 იანვარი 2020 10:13
2
კარგია ჯანოო. წარმატებებეი!
ლუკა
23 იანვარი 2020 01:00
0
ქეცბაიაა ჯერ იმიტი არის მაგარი ქართველი რო ამდენი ქართველები მიყავს გუნდში გმერთმა ხელი მოგიმართოთ ბიჭებო
გიორგი
23 იანვარი 2020 00:57
0
მადლობა რომ ზრუნავთ ქართულ ფეხბურთზე და ნაკრებზე ბატონო თემურ, თქვენ ჭეშმარიტი პატრიოტი ხართ!!
დადუმდა სალუქვაძე და კიდევ მისნაირი კრიტიკოსები მოკითხვა მათ გულშემატკივრებისგან!!
ჩორნა
23 იანვარი 2020 00:22
7
ამ ეტაპზე საუკეთესო გადაწყვეტილებაა
იქნებ კლიმატის გამოცვლამ ნაკლებ ტრამვიანობას შეუწყოს ხელი.
წარმატებები ჯანო!!!!
Wayne vegas
23 იანვარი 2020 00:19
0
ქეცბაია, იქიდანაც რამდენ კარგ საქმეს აკეთებს, ქართველებით დააკომპლექტა გუნდი, იმედია ანანიძე გაუმართლებს გუნდში იმედებს. ისე ნაკრების ყველა ძირითადი ფეხბურთელი რომ წაიყვანოს თავის გუნდში, (თუ ის უკანასკნელები თანახმანი იქნებიან) მივიღებთ კლუბურ დონეზე კარგ შეთამაშებულ ეროვნულ ნაკრებს.
ირაკლი
23 იანვარი 2020 00:14
2
თემურ ქეცბაიას ათასი და მილიონი მადლობა! ჯანოს კი შანსი რათა "მოიხოდოს"
patrioti
23 იანვარი 2020 00:13
0
თემურ მაგარი კაცი ხარ!ქოგგალე !
boris kvikvinia
22 იანვარი 2020 23:59
0
თუ ჩემპიონი გახდება 1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით ალბათ))))
Tbiliseli
22 იანვარი 2020 23:55
0
ჯერ სპარტაკიდან გამიხარდა მაგის წამოსვლა, მერე კიდევ ქეცბაიასთან მისვლა. წარმატებები!
Lasha
22 იანვარი 2020 23:47
0
თემურ მაგარი კაცი ხარ, მაგრამ ჯანო 11 წლის განმავლობაში რუსული როგორ ვერ ისწავლე?
ჯონი
23 იანვარი 2020 01:56
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული