ნიკა კაჭარავამ "ანორთოსისთან" კონტრაქტი გააგრძელა

AutoSharing Option
თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ "ანორთოსისთან" ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა, იტყობინება ფამგუსტური კლუბის საიტი.

კაჭარავამ "ანორთოსისში" ჩატარებულ 39 მატჩში (35 ჩემპიონატზე და 4 თასზე) 9 გოლი გაიტანა.

მან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მოკლე კომენტარი გააკეთა:"ძალიან აღელვებული და ბედნიერი ვარ, რომ ამ შესანიშნავ კლუბში კიდევ 2 წელი დავრჩები და გავაკეთებ იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდი - საუკეთესოდ ვითამაშო.


მინდა გუნდს უახლოესი მატჩების მოგებაში დავეხმარო, რათა ჩვენს მიზანს, ჩემპიონატის მოგებას უფრო მივუახლოვდეთ".

altნიკა კაჭარავას შეძენა პოლონეთის ერთ-ერთ წამყვან კლუბს სურს

altლობჟანიძე, ნინუა და კაჭარავა მილიონიანთა

სიას შეუერთდნენ - ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები გაიზარდა

altტორნადოსებრი "ანორთოსისის" გამარჯვება, დაუშვილის ტრავმა და კაჭარავას ახალი ვარცხნილობა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული