ლორია ჯანოს ტრანსფერმა გაახარა და ნაკრების ისტორიული გამარჯვების მოლოდინშია

AutoSharing Option
"სოვეტსკი სპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში "ანორთოსისის" მეკარე გიორგი ლორიამ მათ გუნდში ნახევარმცველ ჯანო ანანიძის გადასვლაზე და საქართველოს ნაკრების ევრო 2020-ზე მოხვედრის შანსებზე ისაუბრა:

"ჯანოს გადმოსვლამ ძალიან გამახარა. დარწმუნებული ვარ, "სპარტაკთან" განშორება, სადაც მრავალი წელი გაატარა, ძალინ რთული იყო. მე და ჩემს პარტნიორებს "ანორთოსისში" ძალიან გვახარებს ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელის დამატება. ის ნებისმიერ გუნდს გამოადგებოდა.

ჩვენმა ლიდერობამ ბევრი გააკვირვა, ზაფხულში ხომ "ანორთოსისის" შემადგენლობა 90%-ით შეიცვალა. დიახ, ჩვენ თავად გავუკეთეთ საკუთარ თავს პატარა სიურპრიზი, რადგან ახალი გუნდისგან, როგორც წესი, უცბად არავინ არ ელის
შედეგს. თუმცა, ჯერ ჩემპიონობაზე ლაპარაკი ადრეა, წინ ნახევარი სეზონია.

რომ არა ტრავმები, ჯანო "სპარტაკში" ხშირად და სასარგებლოდ ითამაშებდა. მუდმივი ტრავმების შემდეგ ხანგრძლივმა აღდგენებმა არ მისცა მას თავისი პოტენციალის ბოლომდე გამომჟღავნების საშუალება.

შეძლებს თუ არა ის "ანორთოსისში" სწრაფად დამკვიდრებას? უდავოდ. მნიშვნელობა არა აქვს, შეტევაში რამდენი შემქნელი ფეხბურთელი გყავს - ჯანოს დარი ფეხბურთელი აუცილებლად სასარგებლო იქნება.

კვიპროსში მისი ადაპტაცია? საერთოდ უპრობლემოდ! იმდენი ქართველები ვართ, ეს საკითხი არც განიხილება (იცინის).

ერთა ლიგის "ოთხთა ფინალი"? აქ ყველაფერი მარტივი და გასაგებია: თუ ჩვენს დივიზიონში ნახევარფინალსა და ფინალს მოვიგებთ, ევროპის ჩემპიონატზე მივფრინავთ. პირველი მატჩი ბელარუსთან გვაქვს - კენჭისყრაზე გაგვიმრთლა, რომ მასპინძლები ვართ. თუ მოვიგებთ, ფინალსაც სახლში ჩავატარებთ.

რა თქმა უნდა, მთელი ქვეყანა ამ მატჩების მოლოდინშია! საქართველოს უდიდეს ტურნირზე მოხვედრის ასეთი შანსი არასოდეს არ ჰქონია. ამიტომ ყველანი მარტის ბოლოს ველით. ვემზადებით და იმაზე ვფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია გამარჯვების მთელი საქართველოსათვის მოპოვება".

altანანიძე თავიდან სხვისი გვარით თამაშობდა - "სპარტაკის" სკაუტების ყოფილი შეფი

altმოსკოვის "სპარტაკმა" ჯანო ანანიძეს ვიდეო მიუძღვნა [VIDEO]

altგიორგი ლორიას ძალიან ლამაზი "სეივი" კვიპროსის ჩემპიონატში [VIDEO]

altკაჭარავას გოლი, ოქრიაშვილი "ქუსლური" და ლორიას "სეივები" - "ანორთოსისმა" ისევ მოიგო [VIDEO]

 

alt რატომ დასაჯა ქეცბაიამ ლორია და კაჭარავა? - თემური ამბობს, რომ ქართველებს არაფერს არ აპატიებს

altგიორგი ლორიას კვიპროსის ჩემპიონატში საუკეთესო მეკარედ მიიჩნევენ

მკითხველის კომენტარები / 6 /
ლორიამ,რომ სულ ჭ ლიგაში,რომ ითამაშოს მაინც #1 იქნება!!!
zura
19:45 25-01-2020
3
ჯანოს დრო გავიდა ნაკრებში, ისეთი ბიჭები არიან ჯანო კონკურენციასაც ვერ გაუწევს! ჯანოს ასაკი აღარ უწყობს ხელს თორემ ისევ ახალგაზრდულში ითამაშებდა! რაც მართალი მართალია!!!
zura
19:41 25-01-2020
4

სიახლეები პოპულარული