თურქულ შეკრებაზე მეორე საკონტროლო მატჩში "რუბინმა" სლოვაკეთის ჩემპიონი "სლოვანი" 2:1 დაამარცხა.
ზურიკო დავითაშვილმა პირველი ტაიმი ითამაშა, ხვიჩა კვარაცხელიამ ორივე და ამ უკანასკნელის პასით ყაზანელთა თავდამსხმელმა ალეკსანდრ ზუევმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
"რუბინი" მეორე შეკრებას ბელეკში 29 იანვრიდან 9 თებერვლამდე გამართავს და კიდევ რამდენიმე საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს.