"გენტის" გამარჯვება, ქვილითაიას საგოლე პასი - ქართველი ლეგიონერები მძიმე სიტუაციაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 იანვარს, ბელგიის ჩემპიონატის 23-ე ტურში "გენტმა" საკუთარ მოედანზე "გენკს" 4:1 სძლია.

მიუხედავად თავდამსხმელ რომან იარემჩუკის ტრავმისა, მწვრთნელმა იეს ტორუპმა გიორგი ჩაკვეტაძე სათადარიგოთა სკამზე დატოვა, ქვილითაია კი 90+1-ე წუთზე ტრავმირებული სვენ კუმსის ნაცვლად შეუშვა შეცვლაზე. სამაგიეროდ თავის გამოჩენის შესაძლებლობა სხვა შემტევებს მისცა, პირველად ათამაშა კარიერაში ანდერსონ ნიანგბო და მეორედ სულეიმან მარეჰი - 20 წლის ნიანგბომ გოლიც გაიტანა, ქვილითაის შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ, მისი საგოლე პასით. შეგახსენებთ, ქართველმა ფორვარდმა საგოლე გადაცემა "მუსკრონთან" გასული ტურის შეხვედრაშიც გააკეთა.

ვერაფერს იტყვი, დანიელი სპეციალისტი გუნდს წარმატებით უძღვება,
გამარჯვებულებს კი, როგორც წესი, "არ ასამართლებენ". სამწუხაროდ, სატრანსფერო ფანჯარა მალე დაიხურება და ჩვენებურებს ამ სეზონში გუნდის გამოცვლის საშუალება არ მიეცემათ. ამ დროს კი ბელარუსთან ისტორიულ მატჩამდე (იმედია, ფინალამდეც) 2 თვეღა რჩება...

"გენტი" 45 ქულით მეორე ადგილზეა და პირველ თებერვალს სტუმრად "მეხელენს" შეხვდება.

გენტი. "გელამკო-არენა"
გენტი - გენკი 4:1
გოლები: 0:1 ბონგონდა (16), 1:1 მოჰამადი (45), 2:1 ბეზუსი (52), 3:1 ოჯიჯა-ოფოიე (88), 4:1 ნიანგბო (90+4)

მკითხველის კომენტარები / 37 /
ჩაკვეტაძე კვიპროსში! მეტის დონე არ აქვს
ნუგზარ, გაჩიანში მინდა!
26 იანვარი 2020 01:34
37
გამარკჯობა თემურ, როგორ ხარ? ჩვენი ბიჭები, როგორ არიან მანდ? კარგი ამინდია....?
1
26 იანვარი 2020 02:18
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული