ბრიტანელი ჟურნალისტის ცნობით, "ლურჯებმა" "მელიებისგან" უკვე აიღეს ნებართვა, რომ იტალიელ სპეციალისტთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმონ.
"ჩელსი" მარესკას 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, "ლესტერს" კი კომპენსაციის სახით დაახლოებით 10 მილიონ ევროს გადაუხდის.
მარესკამ "ლესტერი" 2023 წლის იანვარში ჩაიბარა, გუნდს ჩემპიონშიპი მოაგებინა და პრემიერლიგაში დააბრუნა. მანამდე კი "მანჩესტერ სიტიში" პეპ გვარდიოლას ასისტენტი გახლდათ.