"გენტის" გამარჯვება, ქვილითაიას საგოლე პასი - ქართველი ლეგიონერები მძიმე სიტუაციაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 იანვარს, ბელგიის ჩემპიონატის 23-ე ტურში "გენტმა" საკუთარ მოედანზე "გენკს" 4:1 სძლია.

მიუხედავად თავდამსხმელ რომან იარემჩუკის ტრავმისა, მწვრთნელმა იეს ტორუპმა გიორგი ჩაკვეტაძე სათადარიგოთა სკამზე დატოვა, ქვილითაია კი 90+1-ე წუთზე ტრავმირებული სვენ კუმსის ნაცვლად შეუშვა შეცვლაზე. სამაგიეროდ თავის გამოჩენის შესაძლებლობა სხვა შემტევებს მისცა, პირველად ათამაშა კარიერაში ანდერსონ ნიანგბო და მეორედ სულეიმან მარეჰი - 20 წლის ნიანგბომ გოლიც გაიტანა, ქვილითაის შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ, მისი საგოლე პასით. შეგახსენებთ, ქართველმა ფორვარდმა საგოლე გადაცემა "მუსკრონთან" გასული ტურის შეხვედრაშიც გააკეთა.

ვერაფერს იტყვი, დანიელი სპეციალისტი გუნდს წარმატებით უძღვება,
გამარჯვებულებს კი, როგორც წესი, "არ ასამართლებენ". სამწუხაროდ, სატრანსფერო ფანჯარა მალე დაიხურება და ჩვენებურებს ამ სეზონში გუნდის გამოცვლის საშუალება არ მიეცემათ. ამ დროს კი ბელარუსთან ისტორიულ მატჩამდე (იმედია, ფინალამდეც) 2 თვეღა რჩება...

"გენტი" 45 ქულით მეორე ადგილზეა და პირველ თებერვალს სტუმრად "მეხელენს" შეხვდება.

გენტი. "გელამკო-არენა"
გენტი - გენკი 4:1
გოლები: 0:1 ბონგონდა (16), 1:1 მოჰამადი (45), 2:1 ბეზუსი (52), 3:1 ოჯიჯა-ოფოიე (88), 4:1 ნიანგბო (90+4)

მკითხველის კომენტარები / 37 /
რამოდენიმე დღის წინ დავწერე, ჩაკვეტაძე ბათუმის დინამოში ჩამოიყვანეთთქო და დისლაიქებით ამავსეს. ხალხო, სინამდვილეს გავუსწოროთ თვალი, ბიჭს არ ათამაშებენ არცერთი წუთით, აქ პრაქტიკა მაინხ ხო ექნება, თან იმ ფონზე რომ ტრამვა ჰქონდა და ფორმას აღიდგენს? ვიძახოთ ახლა რომას უნდა ყიდვაო, ფაქტია რომ გენტში არ უთმობენ 2 წუთს. რატომ იცით? ის მწვრთნელი მისი მტერი კი არაა, უბრალოდ უკეთესი ფეხბურთელი ყავს მის ადგილზე - დავიდი, რომელიც საოცარ ფორმაშია და ვერ დასვამს სკამზე. ჩაკვეს კი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რომ მარტში დაგვეხმაროს. ან ქვილითაია, მეტი რა უნდა მოხდეს, რომ გუნდი დატოვო? ძირითადი ფორმავრდი დამტვრეულია და 3 წუთს გათამაშევს, მე-3-4 ფორვარდი ხარ გუნდში, მთელი საქართველო თქვენს იმედზეა და რა ვქნათ ჩვენ? ზოგადად ხო ვხედავთ რომ ეს ბელგიის ჩემოიონატი არაა ქართველებისთვის, შენგელიამ ვერ გაქაჩა, ტაბიძემ ვერ გაქაჩა, ზარანდია, ბუღრიძე, ქვილითაია, არაა საკმარისი? მაგას ჯობია ჰოლანდიაში ითამაშოთ თნდაც ვალვაიკში, იქ ისეთი ჩემპიონატია, უფრო გაქაჩავთ. პრესაში როგორც იწერება, ბელარუსის ნაკრების რამოდენიმე ფეხბურთელმა გუნდი შეიცვალა რომ სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს, ვიძახოთ ახლა ჩვენ ჩაკვეტაძე 15 მილიონი ღირს ტრანსფერმარკეტზეო თუ 2 კაპიკის საქმეც ვერ გაგვიკეთა მარტში
სხვა რაკურსი
26 იანვარი 2020 09:24
8
ჯერ ერთი ბათუმს ვინ მისცა იმდენი ფული, რომ ჩაკვეტაძე ჩამოიყვანოს თუნდაც იჯარით? მერე მეორე სად გინახია ჩვენს ჩემპიონატში ვინმეს ფორმა აღედგინოს? მჭედლიძის და ყენიას მაგალითები ცხვირ წინ არ გაქ? და სხვა კიდე უამრავი, ჩვენს უსახურ ჩემპიონატში თამაშს იქ სკამზე ჯდომა და შანსის ლოდინი სჯობია, რომელიც უნდა გამოიყონოს და პირისპირ გასულმა მომენტები არ უნდა გამაზოს. მე მჯერა გიოს.
Nnn
26 იანვარი 2020 12:28
4
ზოგიერთებს ყველა ქეცბაია გონია.გუნდი 2ადგილზეა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები რომ ფორმაში იყვნენ მარტისთვის, ამიტომ თავიანთ კლუბებს დაადონ თუ როგორაა საქმე,რატომ ბრაზობთ.რა თავის თავის მტრები ხომ არ არიან კარგი ფეხბურთელი რომ სკამზე დასვან.ასე რომ ნუ ბრაზობთ ჩემო კარგებო.საწყენი ისაა რომ არც ერთი ჩვენი ფეხბურთელი დაჟე კარგ საშუალო ევროპულ კლუბებში არ თამაშობს და სადაც თამაშობენ იქაც.....
კახა ქ.
26 იანვარი 2020 05:40
1
რატომ ბრაზობს ეს ხალხი ვერ გამიგია. რატომ არ ათამაშებს ჩაკვეტაძესო რომ გაიძახით,ჰყავს უკეთესი მოთამაშეები და რა ქნას? შარშან 6ზე იყო გუნდი,წელს 2ზეა ვერ ხედავთ, თუ რადგან თქვენ გინდათ ექსპერიმენტები ატაროს? ისე ვინმეს გააქვთ ნანახი ჩაკვეტაძის თამაში? მე არ მინახავს ჯერ და ვერაფერს ვიტყვი. ვინც აღფრთოვანებულნი ხართ მისით ფეხბურთი გესმით საერთოდ? ანდორასთან და ყაზახეთთან თამაშით ზომავთ მის პერსპექტივას?
დავით 67
26 იანვარი 2020 03:29
35
ირაკლი-ს!ჰოდა როცა იტყვის მერე ვაქოთ. მეც ეგ მინდა.
დავით 67
26 იანვარი 2020 17:31
0
შენ ვერ მიხვდები და ფეხბურთის ცოტა აზრზე მყოფი ნიჭს ეზოს ფეხბურთშიც შეამჩნევს, ყაზახეთთან კი არა
სანდრო
26 იანვარი 2020 11:42
3
ყველა გამოხმაურება
გამოვიდა ქვილითაია 89 წუთზე და მშვენიერი დრიბლინგის ფინალში გააჯეთა საგოლე გადაცემა!!! ყოჩაღ გიორგი!!! 4:1 მოიგო გენტმა!!!
დათო
26 იანვარი 2020 01:52
1
ვფიქრობ ქართველების სიძულვილი არაფერ შუაშია, ქვილითაია არ ჯდება მწვრთნელის გემოვნებაში და უფრო ტაქტიკაში, ნუ თან შანსსაც არ აძლევს ფორმაშჯ რო შევიდეს, 3-4 თამაში უნდა ითამაშოს სასტავი და მერე თუ კიდე ვერ გაიტანა ეგ სხვაა. ჩაკვეს კიდე დღეს უნდოდა შეეყვანა, მაგრამ ისეთი წვიმა და ცუდი მინდორი იყო, ვფიქრობ უფრო გაუფრთხილდა, თან იგებდა... ისე ჯერ არაა ტონუსში და ასე 20-30 წუთებით უნდა დაიბრუნოს "შეგრძნებები" და მერე სასტავსაც ათამაშებს, ჩაკვე ისეთი ბიჭია ვერც ერთი ტრენერი სკამზე ვერ დასვავს თუ ფორმაში იქნება. ღმერთი ჩვენსკენ !!!
iolasha
26 იანვარი 2020 01:51
3
ტორუპი გადაცმული ბელორუსია
გადასარევი გიორგი
26 იანვარი 2020 01:44
16
:))) უბრალოდ მაინტერესებს, ანლაიქებს ვინც აკეთებს, მიზეზი რაა ? ანუ არაა გადაცმული ბელორუსი?
გადასარევი გიორგი
26 იანვარი 2020 02:01
13
აუ კაროჩე რა, მეტირება უკვე რა.. ან ეს ფეხბურთი რამ შემაყვარა ან ქართველი რატო ვარ....
კარგი რა დავიღალე ამ ყლე გუნდების და ყლე ჩემპიონაების ყურებით მარტო იმიტომ რომ ჩვენები თამაშობენ და თან არც ათამაშებენ. ბოლო 4 წლის განმავლობაში ვინც საქართველოს ჩემპიონატიდან წავიდა უცხოეთში იმათ მინდა რიტორიკული კითხვა დაუსვა. რომელი გახდით მილიონერი (ან ჩემპიონები) ან თუ გახდით როგორ გრძნობთ თავს ხო არ ყოფილა ფული მთავარი? უფრო მეტი პრობლე გაქვთ მეტი მსესხებელი და თქვენი სანათესაო უფრო იხმარს მაგ ფულს ვიდრე თქვენ, თან მე შენ გეტყვი რას გიხდიან ამდენს რო ცხოვრების ბოლომდე გეყოთ? აი თქვენ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში წასულებო დარჩენილიყავით აქ შეგეკრათ რამდენიმე კარგი გუნდი და ევროპა ლიგაზე კაკ მინიმუმ მოხვდებოდით და მერე მიიღებდით იმას რის გამოც გარბიხართ პირველივე შანსის დროს. ხალხს მიიყვანდით სტადიონზე ჩემპიონატის დონეს გაზრდიდით ვარსკვლავები გახდებოდით ერთი სიტყვით გენტს შმენტს და რაღაც ქართულად გამოუთქმელ სახელწოდების გუნდებში რო ხართ, აქ გეთამაშად და ჩვენი გაგვეკარგებინათ. მიდიხართ ნახევარ სეზონს თამაშობთ და მერე ან არენდებში მიდიხართ ან სულ იკარგებით...... რომელმა წასულმა გადახვედით უკეთეს გუნდში ყველა ქვევით მიდიხართ. დარჩით აქ 23 წლამდე მაინც კუნთები გაიმაგრეთ და თავს ნუ ირცხვენთ. ფული ყველაფერი არ არის არც ცხოვრებაში და არც სპორტში. დინამოდან და საქართველოს ჩემპიონატიდან რო გარბიხართ... შვილებს რას ეტყვით? მამა ამდენი რო ითამაშე სადმე რამე მოიგეო რო გკითხავენ? საპასუხოდ მხოლოდ საქართველოს ჩემპიონობა დაგრჩებათ. აქ დარჩით თუ რომელიმეს პრეტენზია გაქვთ კარგი ფეხბურთელობის მაგალითი მიეცით პატარებს, გუნდის ნამდვილი ლიდერები გახდით ნახევარი წლით კი არა 2-3 წლით და გაიყვანეთ ჩვენი გუნდები ევროპაზე და მიიღებთ ყველფერს რასაც ფეხბურთი იძლევა (მარტო ფულს არა). რო კიტხო ყველა პელე ,მარადონა მესი და რონალდოა ეგ ხალხი სხვათაშორის მარტოები ათრევდნენ და ათრევენ თავიანთ გუნდებს. და თქვენ გარბიხართ სად თვითონ არ იცით.
პ.ს. ბოდოში თუ ვინმეს ეწყინა მაგრა მგონი ძაან არ ვცდები.

პაპუნაშვილი, აბურჯანია, კაკაბაძე, ხარაბაძე, ლობჟანიძე, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, დავითაშვილი, მიქელთაძე, შენგელია, ჭანტურიშვილი, ხარაიშვილი, პარუნაშვილი, კიტეიშვილი, ქვილითაია და კიდევ ბევრს... გეთამაშათ 3-4 სეზონი ერთად როგორი იქნებოდა თქვენი მომავალი თქვენთვის მომინდია მაგის წარმოდგენა.
გიორგი
26 იანვარი 2020 01:39
11
რასაც თამაშობენ, იმასაც ვერ ითამაშებდნენ, აქ რომ დარჩენილიყვნენ. ეტყობა საქართველოს ჩემპიონატს არ უყურებ, ან რასაც უყურებ ის ფეხბურთი გგონია. საუკეთესო ტრენერები, ექიმები და სპეციალისტები ახვევიათ, მაგრამ ვერ ქაჩავენ და რა გინდა რომ თქვა ამ ჭაობში, სადაც არც მწვრთნელი ვარგა და არც არავინ, აქ ითამაშებენ ევროდონეზე? არ გვინდა ეს თვითიზოლაცია. ფეხბურთი გუნდური თამაშია და მარტო მაისურების დარიგებით ან გვარების გამოცხადებით შედეგი არ დაიდება. გაგიკვირდება, მაგრამ გეტყვი, ცოდნის, ჭკუის და პროფესიონალიზმის გარეშე არაფერი არ გამოდის 21-ე საუკუნეში.
pesimisti
26 იანვარი 2020 11:14
1
ძალიან დიდი და მართალი სიტყვა უთხარი იმ ფეხბურთელებსაც, აქაურ კლუბის მფლობელებსაც, ფედერაციასაც და ყველა გულშემატკივარს! ღმერთმა გისმინს და ადრესატებმა გაიგონონ! მაგრამ ეჭვი მეპარება სამშობლოს გრძნობა, ეროვნული სიამააყე დღეს ახალგაზრდისათვის ვერ არის სტიმულის მიმცემი. დღეს ყველა შეჭამა ფულმა და რაც შეიძება მალე! მაგათ კვერცხი უყვართ ქათამი არა! ასეთნაირად არიან აღზრდილები!
aburjga
26 იანვარი 2020 10:24
5
კისერიც უტეხიათ თუ ქართველებს თამაშის შანსს არ მიცემენ! დავიჯერო ის შავკანიანი გოლი რომ გაიტანა ნიაგბო ჩაკვეზე მაგარია? აქ მემგონი უკვე პირადად ერჩის რაღაცას მწვრთნელი ქართველებს! ჩაკვეტაძე უკვე უნდა დაფიქრდეს ღირს თუ არა აქ გაჩერება. რაც საჭირო იყო მოცდა უკვე მოიცადა და აწი თამაში უნდა დაიწყოს!
gabo
26 იანვარი 2020 01:39
11
საგოლე პასი ქვილითაიამ გაუკეთა ნიანგბოს. გული ცუდს მიგრძნობს ჩაკვესთან დაკავშირებით.
გიორგი
26 იანვარი 2020 01:36
5
ქვილითაიამ საგოლე პასი გააკეთა იქნებ ეგეც დაგეწერათ
temo
26 იანვარი 2020 01:36
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული