ბექა მიქელთაძე ყაზანის "რუბინის" ფეხბურთელი აღარ არის. რუსულ გამოცემებში დღის განმავლობაში იწერებოდა, რომ მისი სამსახურით "როტორი" იყო დაინტერესებული.
ჩვენი ინფორმაციით, ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს თბილისის "დინამო" აწარმოებს. ბექა მიქელთაძე თბილისურ კლუბში 2016-18 წლებში ირიცხებოდა. ფეხბურთელმა მაშინ კლუბი თავისი სურვილით დატოვა და "რუსთავში" გადაინაცვლა.
ბექამ "რუბინის" შემადგენლობაში 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა. რაც შეეხება "როტორს", ის რუსეთის მეორე ლიგაში გამოდის და პირველ ადგილზეა.
შენთან ვართ მთელი გულით ბექუ,ზორბეგების გული არ გავახაროთ