19 წლის ნახევარმცველი რევაზ ინჯგია "კრილია სოვეტოვში" იმყოფებოდა სინჯებზე. მან სამარულ გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე მიიღო მონაწილეობა, პრაღის "ბოჰემიანსთან" მატჩში კი ტრავმა მიიღო.
მის შესახებ "კრილია სოვეტოვის" მწვრთნელმა მიოდრაგ ბოჟოვიჩმა შემდეგი განაცხადა:
"ინჯგიამ ტრავმა მიიღო, 18 წლისაა, საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელია. კიდევ დავაკვირდებით, კონტრაქტს არ გავუფორმებთ. ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან კარგი პერსპექტივა აქვს".
ინჯგია, სავარაუდოდ, თბილისის "ლოკომოტივში" დაბრუნდება.