კვიპროსის თასის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში "ანორთოსისმა" "ოლიმპიაკოსი" 3:0 დაამარცხა.
ამ გუნდების პირველი შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში "ანორთოსისმა" იმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა.
გიორგი ლორია ფამაგუსტური გუნდის მწვრთნელმა თემურ ქებაიამ დაასვენა. თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმირებულია. ბუბა დაუშვილი ძირითადში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს. მან ტურნირზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და პირველ მეოთხედფინალურ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ნიკა კაჭარავა სასტარტოში იყო და 56-ე წუთზე ახალწვეულმა ჯანო ანანიძემ შეცვალა, რომელსაც გულშემატკივრები ოვაციებით შეხვდნენ.
86-ე წუთზე მას მეტოქე გუნდის პორტუგალიელი თავდამსხმელი როჯერიო ეუხეშა და გააძევეს. საბედნიეროდ, ჯანო არ დაშავებულა. როჯერიომ ანანიძეს ბოდიში მოუხადა.
1/4-ფინალის კენჭისყრა 30 იანვარს გაიმართება და "ანორთოსისის" მეტოქე გაირკვევა.
ლარნაკა. "ანტონის პაპადოპულოსი"
ანორთოსისი - ოლიმპიაკოსი 3:0
გოლები: 1:0 ვასილაკაკისი (14), 2:0 შილდენფელდი (20), 3:0 კალტსასი (58)
გაძევება: როჯერიო (86, ოლიმპიაკოსი)
თემურ ქეცბაია: ანანიძე თავისი საუკეთესო ფორმისგან შორს იმყოფება