ოვაციები ანანიძეს სადებიუტო მატჩში - კინაღამ ფეხი მოსტეხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის თასის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში "ანორთოსისმა" "ოლიმპიაკოსი" 3:0 დაამარცხა.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში "ანორთოსისმა" იმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა.

გიორგი ლორია ფამაგუსტური გუნდის მწვრთნელმა თემურ ქებაიამ დაასვენა. თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმირებულია. ბუბა დაუშვილი ძირითადში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს. მან ტურნირზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და პირველ მეოთხედფინალურ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ნიკა კაჭარავა სასტარტოში იყო და 56-ე წუთზე ახალწვეულმა ჯანო ანანიძემ შეცვალა, რომელსაც გულშემატკივრები ოვაციებით შეხვდნენ.

86-ე წუთზე მას მეტოქე გუნდის პორტუგალიელი თავ
დამსხმელი როჯერიო ეუხეშა და გააძევეს. საბედნიეროდ, ჯანო არ დაშავებულა. როჯერიომ ანანიძეს ბოდიში მოუხადა.

1/4-ფინალის კენჭისყრა 30 იანვარს გაიმართება და "ანორთოსისის" მეტოქე გაირკვევა.

ლარნაკა. "ანტონის პაპადოპულოსი"
ანორთოსისი - ოლიმპიაკოსი 3:0
გოლები: 1:0 ვასილაკაკისი (14), 2:0 შილდენფელდი (20), 3:0 კალტსასი (58)
გაძევება: როჯერიო (86, ოლიმპიაკოსი)

altთემურ ქეცბაია: ანანიძე თავისი საუკეთესო ფორმისგან შორს იმყოფება

მკითხველის კომენტარები / 18 /
ამ შემთხვევაში ხრუსტალი რა შუაშია?! კაცმა ლამის ბავშვი მოგვიკლა!!! მასე რომ ვინმემ ჩაგარტყას , ეგ უკვე იმას ნიშნავს რო არასწორად შეგეხო და უნდა მოთხოვო ბოლომდე! :D :D
Vasili
01:56 31-01-2020
0
ქეცბა ეს ბავშვი ჩაბარებული შენ გყავს და ყურადღება მიაქციე რა.ნუ გააოფლიანებო ხომ გთფოვეს რუსებმა და შენ კინაღამ დაამტვრევინე... ეგ ბავშვი სპარტაკს კაკაოზე და ფუნთუშაზე ყავს გაზრდილი!
ზურა
15:30 30-01-2020
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული