კაჭარავას ქუსლი, ლორიას "სეივები", ჯანოს ჭკვიანური პასი - "ანორთოსისი" წინ მიიწევს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველ თებერვალს, კვიპროსის ჩემპიონატის მე-17 ტურში "ანორთოსისმა" 3:0 დაამარცხა აუტსაიდერი "დოქსა".

"ანორთოსისის" მწვრთნელი თემურ ქეცბაია თასის მატჩებში მეკარე გიორგი ლორიას ასვენებს, ჩემპიონატზე კი კვლავ ათამაშა და კარი "მშრალად შეინახა". ბუბა დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. ნიკა კაჭარავა სასტარტოში იყო და შესვენებაზე შეცვალეს. ჯანო ანანიძე 75-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმირებულია.

ფამაგუსტური გუნდი 39 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ომონიას" 4 ქულით უსწრებს და 5 თებერვალს მეტად რთული შეხვედრა აქვს "აპოელთან".

ნამატჩევს ქეცბაიამ თქვა, რომ ადვილი გამარჯვება არ მოუპოვებიათ, პირველ
ტაიმში პრობლემები ჰქონდათ, მეტოქე ბურთს უკეთ იჭერდა, მეორე ტაიმში უკეთ იასპარეზეს, ყოველ მესამე დღეს უწევთ თამაში, ახლა უნდა დაისვენონ და შემდეგი დაპირისპირებისთვის მოემზადონ.

მან კაჭარავაზეც გააკეთა კომენტარი:"არის მომენტები, როდესაც გოლი ვერ გაგაქვს. ახალგზრდაა, ნიჭიერი და იმედია, შემდეგ შეხვედრაში უკეთ გაირჯება".

ლარნაკა. "ანტონის პაპადოპულოსი"
ანორთოსისი - დოქსა 3:0
გოლები: 1:0 კალიციოსი (45), 2:0 კალტსასი (46), 3:0 ხრისტოფი (82)

მკითხველის კომენტარები / 4 /
ასე ვინ დაგვწყევლა, რომ მწვრთნელის დონის შეფასებას კვიპროსის ჩემპიონატით ვახდენთ...
goga
10:10 03-02-2020
5
თემო არის კაცური კაცი და თავისი საქმის კარგი მცოდნე,რაც აქ ვერ დააფასეს!
გეგი
22:20 02-02-2020
1

სიახლეები პოპულარული