"გენტის" მწვრთნელი: ჩაკვეტაძე თამაშში კარგად ჩაერთო

AutoSharing Option
"გენტის" მთავარმა მწვრთნელმა იეს ტორუპმა "მეხელენთან" გამარჯვების (3:0) შემდეგ კლუბის ვებ გვერდთან კომენტარი გააკეთა და ქართველ ნახევარმცველ, გიორგი ჩაკვეტაძესაც ორი სიტყვით შეეხო.

"მეორე ნახევარში უკეთესად ვითამაშეთ. პირველ ტაიმში მეტოქეს რამდენიმე შანსი ჰქონდა, თუმცა ჩვენმა მეკარემ შესანიშნავად ითამაშა.

ჩვენ თავდაჯერებულები ვთამაშობთ და საკუთარი ფეხბურთიდან სიამოვნებას ვიღებთ. არა მხოლოდ ძირითადი 11-ეული, არამედ მატჩის ბედზე გავლენას შეცვალზე შემოსული ფეხბურთელებიც ახდენენ. ნიაგბომ ისევ გოლი გაიტანა, "ჩაკვე" ძალიან კარგად შემოვიდა. "მეხელენთან" მატჩში ვაჩვენეთ, რომ ერთი გუნდი ვართ და წარმატებაში საკუთარი წვლილი ყველას შეაქვს,"- აღნიშნა ტორუპმა.

მომზადებულია voetbalnieuws.be-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
პაპუნაშვილი რას აკეთებს რასინგში ვინმემ იცის? იქაც არ ათამაშებენ თუ რა არი. არჩანს არსად.
ჯვებე
01:17 03-02-2020
1
მოდით რეალურად შევაფასოდ ბელგის ჩემპიონატი არის მე 8 ადგილას ევროპაში გენტი წელს ძალიან კარგი გუნდია მე 2 ადგილზეა ჩემპიონატში იბრძვის ჩემპიონობისთვის ევროპა ლიგის ჯგუფიდან გავიდა და კარგ ფეხბურთს თამაშობს წელს კლუბს აქვს თავისი სათამაშო გეგმა და შემადგენლობა ახლა რაც შეხება ჩაკვეს და კვილითას ჩაკვე 6 თვე იყო ტრანვირებული და მწევთნელს ნელ ნელა შეყავს სათამაშოდ ერთი და მეორე გენტს ჰყავს უკვე ძირითადი შემადგენლობა რომელსაც ენდობა მწვთნელი და აქვთ თავისი სათამაშო მონახაზი ახლა რაც დაკლდათ იარენჩუკი ათამაშებენ ქვილითას იქამდე ფაქტობრივად იარენჩუკის ან დეპუატრეს დუბლიორო იყოო სამწუხაროდდ მარა ახლა აქვს შანსი, ხოლი ჩაკვეს რაც შეხება მწვრთნელს აქვს მის მიმართ სიმპატიები და თუ თავს კარგად წარმოაჩენს ვარჯიშებზე და შევა ფორმაში აუცილებლად დაყენებს ძირითადში არავინ დაჩაგრავს და დაუკარგავს შრომას გიორგის, მაგრამ ასევე კლუბს აქვს თავისი ინტერესები ძირითადის ფეხბურთელს არ ამოაგდეს მხოლოდ პირადი სიმპატიების გამო მწვრთნელი სასტარტოდან.
გიორგი
00:36 03-02-2020
1

სიახლეები პოპულარული