"აპოელთან" ოქრიაშვილმა შეიძლება ითამაშოს, ანანიძემ - არა

AutoSharing Option
5 თებერვალს, "ანორთოსისი" კვიპროსის" ჩემპიონატზე "აპოელს" შეხვდება და larnakasports-ი თემურ ქეცბაიას გუნდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით, თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა მოირჩინა, ქეცბაია ვარჯიშებზე დააკვირდება და გადაწყვეტს, შეუძლია თუ არა ასპარეზობა, თუმცა ჯერ 100%-ით მზად არ არის და ამის შანსი ნაკლებია.

რადგან ეს გადადებული შეხვედრაა, ჯანო ანანიძეს მონაწილეობის უფლება არა აქვს და გუნდს ვერ დაეხმარება.

"ანორთოსისი" 39 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "ომონიას" 1 ქულით, ხოლო მესამეადგილოსან "აპოელს" 5 ქულით უსწრებს. ასე რომ, ქართველების გუნდს მეტად მნიშვნელოვანი დაპირისპირება ელის.

altვლადიმირ ვაისი კვიპროსში

ქართველების თამაშს დააკვირდა

altკაჭარავას ქუსლი, ლორიას "სეივები", ჯანოს ჭკვიანური პასი - "ანორთოსისი" წინ მიიწევს [VIDEO]

altთემურ ქეცბაია: ანანიძე თავისი საუკეთესო ფორმისგან შორს იმყოფება

altოვაციები ანანიძეს სადებიუტო მატჩში - კინაღამ ფეხი მოსტეხეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
ანანიძე,მაშინ გუნდში არ ირიცხებოდაო,აბსურდი არ არის?ვთქვათ და ზამთრის ფანჯარაში,გუნდის შემადგენლობა რადიკალურად გადახალისდა და ძველი შემადგენლობის არც ერთი ფეხბურთელი აღარ დარჩა,ამ შემთხვევაში,გუნდს, გამოუცხადებლობის გამო,წაგებას ჩაუთვლიან?ლოგიკურად ხომ ასე გამოდის.
სოსო
11:56 06-02-2020
0
იმ დროს გუნდსი არ ირიცხებოდა .გადადებული ტამასჰია.
ushangi
21:49 04-02-2020
0

სიახლეები პოპულარული