matchtv.ru-მ წერილი გამოაქვეყნა რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე პერსპექტიულ 7 ფეხბურთელზე და მათ შორის ყურადღება "რუბინის" ქართველ ლეგიონერებზე - ზურიკო დავითაშვილსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე გაამახვილა.
"ძალიან მალე ისინი ძალიან გაძვირდებიან. პრემიერლიგის ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელები, რომლებსაც უახლოეს ნახევარ წელიწადში ყურადღებით უნდა მივადევნოთ თვალი
ზურიკო დავითაშვილი - 18 წლის. შემტევი ნახევარმცველი. 15 მატჩი - 1 გოლი
სეზონის სტარტზე გაბრწყინებულ რომან შარონოვის გუნდში შესამჩნევი ფიგურა იყო. დრიბლიორი კარგი პასით. მხოლოდ ერთ სეზონში გადააბიჯა საქართველოს ლიგის დონიდან პრემიერლიგამდე. რაც მთავარია - 18 წლისაა. ცოტა ხნის წინ უეფამ
50 ტოპ-ფეხბურთელს შორის შეიყვანა, რომელთაც შეუძლიათ 2020 წელს თავი წარმოაჩინონ. უკვე იასპარეზა საქართველოს ნაკრებში.
ხვიჩა კვარაცხელია - 18 წლის. ფლანგის ნახევარმცველი. 17 მატჩი - 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა.
აქამდე გაუგებარია, ასეთი ტალანტი ზაფხულში "ლოკომოტივმა" ხელიდან როგორ გაუშვა. სიომინმა ამის გამო უკმაყოფილება სახალხოდ გამოხატა. თუმცა ახლა ის "რუბინის" ფეხბურთელია. შემოდგომაზე ეპიზოდურად გაიბრწყინებდა ხოლმე. ამიტომ სლუცკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, კვარაცხელია უფრო სტაბილური გახადოს. მაშინ ის არა მარტო ყაზანური გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდება, არამედ ევროპული კლუბებისთვისაც არანორმალურად საინტერესო გახდება. საამისოდ ხვიჩას ყველაფერი აქვს: ტექნიკა, კოორდინაცია, მომენტის ალღო. ეს ყველაფერი რეალიზაციის საკითხია. ახლა (გამოხმაურებით) ქართველი შეკრებაზე გუნდში ერთ-ერთი საუკეთესოა."
გამოცემამ პერსპექტიულთა შორის აგრეთვე ანდრეი მოსტოვოი (სოჭი), დანილ ფომინი (უფა), დანილ ლესოვოი (არსენალი), ანტონ ზინკოვსკი (კრილია სოვეტოვი) და ნიკიტა კალუგინი (სოჭი) დაასახელა.
ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, დავითაშვილი, კიტეიშვილი, ხარაიშვილი.
ეს ძველი გვარდია გასაშვებია