"ანორთოსისს" 3 პენალტი არ დაუდეს, ბოლოს კი ლორიამ გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატის გადადებულ მატჩში, რომელსაც 7 022 მაყურებელი დაესწრო, "ანორთოსისი" გასვლაზე "აპოელს" დაუზავდა - 0:0.

ფამაგუსტური გუნდის კარს საიმედოდ იცავდა გიორგი ლორია. ბუბა დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშა. თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა მოირჩინა და ვარჯიში დაიწყო, მაგრამ მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადში არ შეიყვანა. ვინაიდან ეს გადადებული შეხვედრა იყო, ჯანო ანანიძეს მასში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა. ნიკა კაჭარავა კი სათადარიგო იყო.

აღსანიშნავია, რომ მსაჯმა სამჯერ არ დანიშნა "აპოელის" კარში პენალტი. ბოლოს მასპინძლებმა შეუტიეს და ლორიამ 95-ე წუთზე თავისი გუნდი გადაარჩინა, ხოლო მორიგი იერიშისას მისი
კარი უკვე ძელმა იხსნა.

"ანორთისისი" 40 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "ომონიას" 2 ქულით უსწრებს, ხოლო მესამეადგილოსან "აპოელს" - 5 ქულით და 8 თებერვალს "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდება.

ნამატჩევს ქეცბაიას არაობიექტურ მსაჯობაზე არაფერი უთქვამს, განაცხადა, რომ ქულაზე მეტს იმსახურებდნენ და შეგირდები შეაქო.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 15 /
სად უყურბთ ხოლმე ანორთოსისის თამაშს გვითხარით?
kika
12:52 07-02-2020
0
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში ანორტოსისს ყველა ფეხბურთელი რომ გაეშვა და გუნდი ხელახლა დაეკომპლექტებინა.მაშინ ამ თამაშში მონაწილეობის მიღების უფლება,არავის ექნებოდა.ესე იგი ანორტოსისს წაგება ჩაეთვლებოდა გამოუცხადებლობის გამო?მაგ კანონის ლოგიკით ასე გამოდის.
სოსო
12:02 06-02-2020
4

სიახლეები პოპულარული