შეკრებაზე მყოფმა "შახტარმა" ორი საკონტროლო მატჩი ჩაატარა - ჩრდილოეთ მაკედონიის "მაკედონია GjP"-ს 2:0 სძლია, ხოლო დანიის "სენერიუსკს" დაუზავდა - 2:2.
პირველ შეხვედრაში მცველმა დავით ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა (დანიელებთან დაასვენეს) და კლუბის საიტთან კომენტარიც გააკეთა:
"ფიზიკური კონდიციების მხრივ, მთელი გუნდი ძალიან კარგადაა მზად. ტაქტიკაზეც ვმუშაობთ, ვარჩევთ. გუშინ რგოლების მიხედვით გვაძლევდნენ დავალებას. მეორე შეკრებაზე მეტი ყურადღება ტაქტიკას დაეთმობა, ფიზიკურად კი 100%-ით ვართ მზად.
აქცენტის მარჯვენა ფლანგზე გადატანა არ დაუვალებიათ, უბრალოდ ასე გამოვიდა, რომ თამაშისას უფრო აქტიური იყო. მთავარია შედეგი - 2:0 მოვიგეთ".