"ანორთოსისი" ტრავმირებული ლორიას გარეშე დამარცხდა და შეიძლება ლიდერობა დაკარგოს

AutoSharing Option
8 თებერვალს, კვიპროსის ჩემპიონატის მე-19 ტურში "ანორთოსისმა" მოულოდნელად "ოლიმპიაკოსთან" 1:2 წააგო.

მეკარე გიორგი ლორიამ წინა ტურში "აპოელთან" ცხვირის ტრავმა მიიღო და ვერ ითამაშა, თუმცა განაცხადში იყო. ბუბა დაუშვილმა მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. თორნიკე ოქრიაშვილი სავარაუდოდ, 15 თებერვალს, მომავალ ტურში "სალამინასთან" შეძლებს ასპარეზობას. ჯანო ანანიძე 62-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, ნიკა კაჭარავა კი - 76-ეზე.

"ანორთოსისი" 40 ქულით პირველ ადგილზეა, მაგრამ თუ ხვალ, 9 თებერვალს, "ომონიამ""ეთნიკოსს" სძლია, მიმდინარე სეზონში პირველად გალიდერდება.

აღსანიშნავია, რომ "ოლიმპიაკოსს" "ანორთოსისი" უკანასკნელად 19 წლის წინ ჰყავდა დამარცხებული.

თემურ
ქეცბიას გუნდმა ამ სეზონში პირველად დაკარგა ზედიზედ ორ მატჩში ქულები.

ნიქოზია. "მაკარეჯო სტადიო". 809 მაყურებელი
ოლიმპიაკოსი - ანორთოსისი 2:1
გოლები: 1:0 შიდენფელდი (41, საკ. კარში), 2:0 პსალტისი (90), 2:1 დურიში (90+1)
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
თუ წინა თამაშივით იმსაჯეს,კი წააგებდნენ
სოსო
09:08 09-02-2020
0
გადაამოწმეთ მაინც ძირითადში ითამაშა ლორიამ
Levani
22:24 08-02-2020
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული