"ლეგიას" ფანები მწვრთნელს აკრიტიკებენ: რატომ ზის გვილია სკამზე?

AutoSharing Option
ვარშავის "ლეგიამ" პოლონეთის ჩემპიონატის განახლების შემდეგ პირველი შეხვედრა "ლოძთან" ჩაატარა და ვაკო გვილიას დიდი დამსახურებით მოახერხა გამარჯვების მოპოვება (3:1), თუმცა დედალაქური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფანების კრიტიკა თავიდან ვერ აიცილა.

ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა, იქამდე კი სათადარიგოთა სკამს ათბობდა. აღსანიშნავია, რომ ექსტრაკლასაში ჩატარებული 21 შეხვედრიდან მხოლოდ 11-ჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში. ვაკომ ბოლო 10 ტურში პირველი წუთებიდან მატჩი მხოლოდ ორჯერ დაიწყო.

გვილიას კარგი თამაში არ გამოჰპარვიათ "ლეგიას" ფანებს და მათი დიდი ნაწილი გამოთქვამს კრიტიკას ალეკსანდრ ვუკოვიჩის (მთ. მწვრთნელი) მიმართ ვაკოს
ძირითადში არდაყენების გამო.

"როგორ შეიძლება გვილიას მსგავსი ფეხბურთელი გყავდეს და სათადარიგოთა სკამზე დატოვო?"- დაწერა "ლეგიას" "ფბ გვერდზე" ერთ-ერთმა ფანმა, რომლის კომენტარსაც ყველაზე მეტი მოწონება ჰქონდა.

გვილიას ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში მაშინაც აყენებდა, როცა ნახევარმცველს სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა. მარტის მოახლოებასთან ერთად იზრდება ჩვენი ფეხბურთელების სათამაშოს ფორმის მნიშვნელობაც და ფორმაში მყოფი ვაკო გვილია საქართველოს ეროვნულ გუნდს ძალიან დასჭირდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
გვილიაზე დააწყო სულ თავიდან ვაისმა გუნდი, ყველა შეტევა გვილიათი იწყებოდა, მაგრამ ფიზიკაში სუსტია ძალიან, უნდა ივარჯიშო ვაკო, თავი უნდა მოიკლათ და ისეთ ფორმაში უნდა შეხვდეთ ყველა ქართველი მარტის შეხვედრებს, რომ მოედანზე დაფრინავდეთ, მაშინ გადავურბენთ ყველას!
ბმბ
11:02 11-02-2020
0
ევროპული მასშტაბით მეტნაკლებად საშუალო დონის გუნდებში ძირითადში მაინც უნდა ხვდებოდნენ ჩვენი ფეხბურთელები, რომ რაღაცის ამბიცია გვქონდეს. ვუსურვებ ვაკოს და ყველა ჩვენს ნაკრების კანდიდატს მაქსიმალურისთვის იბრძოლონ.მეტი მოტივაცია რა გინდა... მოიგე ორი თამაში და ევროპაზე ხარ! წარმატებები...
merabi-1960
14:24 10-02-2020
0

სიახლეები პოპულარული