გიორგი არაბიძის ამბები - გამოჯანმრთელება, თურქეთი, საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება

AutoSharing Option
თურქული "ადანასპორის" ქართველი ლეგიონერის, გიორგი არაბიძის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს და ის მაქსიმუმ მარტის ბოლოსთვის უკვე გუნდთან ერთად იქნება.

გიორგიმ 2019 წლის ნოემბრის ბოლოს კოჭის ოპერაცია გაიკეთა და ახლა აღდგენით პერიოდს გადის.

Sportall.ge არაბიძეს დაუკავშირდა და ტრავმაზე, მის მომავალსა და გეგმებზე ესაუბრა.

"ყველაფერი კარგად მიდის და წესით, მაქსიმუმ, მარტის ბოლოსკენ უკვე გუნდთან ერთად უნდა ვიყო. ახლა ჩემთვის ყველაზე მთავარია, ფეხზე მალე დავდგე და რაც შეიძლება მალე დავიწყო ვარჯიში.

"ადანასპორთან" საიჯარო ხელშეკრულება მაისამდე მაკავშირებს და სამომავლო გეგმებზე ჯერ საუბარი ნ
ამდვილად ადრეა. ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს არცერთ გუნდთან არ ვაწარმოებ.

რას ვიზამ, საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება რომ შემომთავაზონ? არ ვიცი, გააჩნია შემოთავაზებას და იმ სიტუაციასაც, რა იქნება ზაფხულში.

თუ საქართველოში დავბრუნდები, ეს მხოლოდ 6-თვიანი ან 1-წლიანი იჯარა იქნება", - გვითხრა არაბიძემ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
მოუმატებს და გაიზრდება ეს მის მტკიცე,თავდაჯერებულ და პრინციპულ ხასიათში იკითხება..უდაოდ ალფას მონაცემები აქვს როგორც რონალდოს და იბრაჰიმოვიჩს.. ვფიქრობ შესაბამისი მწვრთნელი და გუნდი ჭირდება სამომავლოდ რომ მიეცეს იმის საშუალება რაც მას აუცილებლად ჭირდება.. აბა ჰოლანდიაში რომ წასულიყო პორტუგალიის ნაცვლად ან თუნდაც წავიდეს მომავალში წარმოიდგინეთ პროგრესის თვალსაზრისით რამდენად გაიზრდება მინიმუმ 20 გოლს გაიტანს და 10 ასისტს მიითვლის..
ვინ გააჩერებს იქ ?? ვფიქრობ ეს ყველაფერი არასწორმა ტრანსფერებმა გამოიწვია.. უდაოდ ქართულ ფეხბურთში რეალური და სტრატეგი აგენტი არ არსებობს რომ პოტენციალის სახით შეაფასოს ფეხბურთელი და ამის შესაბამისად მოიძიოს კლუბი. მაგრად მინდა ვცდებოდე მაგრამ სამწუხაროდ არავინ არ მახსენდება ეგეთი აგენტი რომელიც ამაზე ფიქრობს((
ჩორნა
02:58 13-02-2020
6
მთავარია ტატუები ხო გაიკეთა რონალდოს ნაირი :D
aleko
00:58 13-02-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული