გიორგი არაბიძის ამბები - გამოჯანმრთელება, თურქეთი, საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება

AutoSharing Option
თურქული "ადანასპორის" ქართველი ლეგიონერის, გიორგი არაბიძის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს და ის მაქსიმუმ მარტის ბოლოსთვის უკვე გუნდთან ერთად იქნება.

გიორგიმ 2019 წლის ნოემბრის ბოლოს კოჭის ოპერაცია გაიკეთა და ახლა აღდგენით პერიოდს გადის.

Sportall.ge არაბიძეს დაუკავშირდა და ტრავმაზე, მის მომავალსა და გეგმებზე ესაუბრა.

"ყველაფერი კარგად მიდის და წესით, მაქსიმუმ, მარტის ბოლოსკენ უკვე გუნდთან ერთად უნდა ვიყო. ახლა ჩემთვის ყველაზე მთავარია, ფეხზე მალე დავდგე და რაც შეიძლება მალე დავიწყო ვარჯიში.

"ადანასპორთან" საიჯარო ხელშეკრულება მაისამდე მაკავშირებს და სამომავლო გეგმებზე ჯერ საუბარი ნ
ამდვილად ადრეა. ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს არცერთ გუნდთან არ ვაწარმოებ.

რას ვიზამ, საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება რომ შემომთავაზონ? არ ვიცი, გააჩნია შემოთავაზებას და იმ სიტუაციასაც, რა იქნება ზაფხულში.

თუ საქართველოში დავბრუნდები, ეს მხოლოდ 6-თვიანი ან 1-წლიანი იჯარა იქნება", - გვითხრა არაბიძემ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
არ მინდა ცუდად გამომივიდეს და არაფერი პირადი მე ამ ბიჭთან არ მაქვს,მაგრამ მისი საუბრიდან და ინტერვიუებიდან გამომდინარე ვფიქრობ რომ იმაზე მაღალი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე ვიდრე საჭიროა სადაც იყოო ვერც ერთ კლუბში ვერაფერი გააკეთა რეალურად და არც ერთი კლუბი არ ყოფილა განსაკუთრებულად მაღალი დონის და ასეთი აზროვნებით და ხასიათით დიდი ფეხბურთელები ვერ ხდებიან.
გიორგი
12 თებერვალი 2020 13:50
2
საერთოდ სიტყვა "ნიჭიერი" მგონი სჯობს საერთოდ ამოვიღოთ მოხმარებიდან როდესაც საუბარი ფეხბურთს შეეხება. ნიჭიერი უფრო მუსიკოსს, მათემატიკოსს, არქიტექტორს და ან და მრავალ "ან კიდევ" პროფესიას მოუხდება, მაგრამ ფეხბურთი ეს სპორტია და პირველ რიგში ვარჯიში, ანუ შრომაა საჭირო, და უბრალოდ შრომა კი არა, თავდაუზოგავი ძალისხმევა და პლიუს ამას ყაზარმულ რეჟიმში ცხოვრება. ვისაც ეს გათვითცნობიერებული არა აქვს, მაშინ სჯობს სხვაგან სცადოს ბედი, მაგრამ მაგასაც არავინ იზამს, რადგან ფეხბურთიც უკვე ყოველდღიური საარსებო პურის ჭამის წყარო გახდა, ერთი ჩვეულებრივი სამსახური სადაც მაყუთი იშოვება.
ირაკლი
12 თებერვალი 2020 15:45
2
ივარჯიშე ბიძიკო, ბევრი ივარჯიშე, ყველა გამორჩეულად დიდი ფეხბურთელი იმიტომაა დიდი, რომ სხვაზე მეტს ვარჯიშობენ, სხვა საიდუმლო არ არსებობს, რით ვერ გაიგეთ ეს მარტივი ჭეშმარიტება, ტალანტი დღეს მეორეხარისხოვანია, თუმცა აუცილებელი, მთავარი ვარჯიშია, რომელიც შენ და კიდევ უამრავმა შენნაირმა ვერ შეიგნო, კაშიას მაგალითი ცხვირწინა გაქვთ, კაცი თვითონ ამბობს, რომ მე არა ვარო ნუჭიერი, თუმცა შრომით რასაც მიაღწია ხედავთ, სიცოცხლეში გახდა ვიტესის ლეგენდა!!! რით ვერ შეიგნეთ ეს?!
ბმბ
12 თებერვალი 2020 14:38
2
ამისგან აწი ისე დადება რამე როგორც იმისგან სალამური
Superman
12 თებერვალი 2020 13:24
14
2 წელიწადში გაგახსენებთ :)
Jarji
12 თებერვალი 2020 14:29
11
ეს ბიჭი უდაოდ ნიჭიერია და იმ ფეხბურთელების კატეგორიას მიეკუთვნება ერთი დარტყმით რო თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია, ჯერ საკუთარ თავს და ხასიათს უნდა აჯობოს, მარჯვნიდან არაბიძე მარცხნიდან ჩაკვეტაძე ნახევარდაცვაში ნებისმიერ გუნდს დააწიოკებდა, ფორმაში უნდა ჩადგეს ორივე და მოინდომონ. წარმატებები მინდა უსურვო ორივე გიორგის!!! გაგვახარეთ და გაიხარეთ თქვენც!!!!
iponi
12 თებერვალი 2020 17:21
1
ერთი გუნდი მითხარით სადაც ამან ივარგა. თქვენ როგორ გგონიათ შახტარის ბოსები სულელებია? ეგ რომ რამეს წარმოადგენდეს შახტარიდან არავინ გაუშვებდა.
დათო
12 თებერვალი 2020 14:55
8
ნამდვილად ნიჭიერი ბიჭია. ისე ადანასპორში თამაშს ჯობია აქ ჩამოხვიდე და რომელიმე ქართულ გუნდს ევროტურნირებზე დაეხმარო. თუ ჯგუფში შეძვრებით, შენთვისაც და სხვა ფეხბურთელებისთვისაც უკეთესი იქნება. წელს ევროტურნირებზე ალბათ ყველაზე კარგად ბათუმი გამოვა, საბურთალოს იმედიც მაქვს, დინამო კიდევ უნდა გაძლიერდეს, აი ლოკომოტივი კი ძალიან შერცხვება ამ შემადგენლობით. შეიძლება მალტის, ფარერების და კოსოვოს გუნდებმა გადაუარონ, სამწუხაროდ
სხვა რაკურსი
12 თებერვალი 2020 13:21
3
საქართველოში 6 თვიან ან 1 წლიან კონტრაქტს გავაფორმებო, რომ იძახი და ასეთი გადაჭარბებული წარმოდგენა, რომ გაქვს საკუთარ თავზე, აი ამიტომაც ვერ მიდის შენი საქმეები კარგად. წარმატებებს გისურვებ.
რამო ბათუმი
12 თებერვალი 2020 14:31
5
საქართველოში უნიჭოები არ იბადებიან,იბადებიან მეტნაკლებად ზარმაცები!
მახა
12 თებერვალი 2020 19:52
0
მაგას რომ მასე აერია საქმე, ეს უიღბლობაა და ტრამვა, რომელიც დიდი ხანია აწუხებს, თორე ახალგაზრდულმა რასაც მიაღწია, მაგის დამსახურებაა დიდწილად, ფედერაციამ და ვაისმაც დიდი შეცდომა დაუშვეს ნაკრებში რომ არ მისცეს შანსი, როცა ამას იმსახურებდა, ბოლოს ოპერაცია. მერე, რატომ უნდა გაჩერდეს საქართველოში მაგის შესაძლებლობების სპორცმენი, თან 21 წლის? ანანიძის და ოქრიაშვილის იმედი გაქვთ და ეგ რიტ ჩამოუვარდება მაგათ? გამჩენი იყურება ზემოდან და ეგ თუ ფეხზე დადგა და ტრამვა მოირჩინა, იტყვის თავის სიტყვას
vaso
12 თებერვალი 2020 22:34
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული