გიორგი არაბიძის პირველი და ულამაზესი გოლი თურქეთში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 სექტემბერს გიორგი არაბიძემ "ადანასპორში" პირველი გოლი საჯარიმოდან გაიტანა.

თურქეთის თასზე მე-3 ლიგის "ფეტიესპორთან" (რანგით მე-4 დივიზიონია) საშინაო მატჩში მწვრთნელმა არაბიძე ძირითად შემადგენლობაში დააყენა და თავიც გამოიჩინა.

ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. 92-ე წუთზე ადანელები დაწინაურდნენ, ხოლო 118-ე წუთზე არაბიძემაც დალაშქრა მეტოქის კარი - 3:1 და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

რაც შეეხება ჩემპიონატს, "ადანასპორი" პირველ ლიგაში 5 ტურის შემდეგ 5 ქულით მე-13 ადგილზეა და 28 სექტემბერს "ალტაის" უმასპინძლებს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ბიჭი თავის სიტყვას იტყვის დიდ ფეხბურთში!!!
დათო
12:48 25-09-2019
1
კლასია ეს ბიჭი. ტეხავს რომ ასე აერია კარიერა.
odala
12:10 25-09-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული