"ტობოლმა" კიევის "დინამო" დაამარცხა - კანკავამ საგოლე გადაცემა გააკეთა

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში ქართველების "ტობოლმა" კიევის "დინამოს" 4:2 მოუგო.

კუსტანაურ გუნდში შეუცვლელად ითამაშა ჯაბა კანკავამ, ხოლო ნიკა კვეკვესკირი სასტარტოში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს.

აღსანიშნავია, რომ "ბატესთან" შეხვედრის (1:1) შემდეგ "დინამოს" მწვრთნელმა ოლეკსეი მიხაილიენკომ რიგი ფეხბურთელები დაასვენა და ექსპერიმენტული შემადგენლობა ათამაშა.

15 თებერვალს თბილისის "დინამო" კიევის "დინამოს" შეხვდება, ხოლო "ტობოლი" - ბელარუსის "ისლოჩის".
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაპიტანი რომ ტობოლში ითამაშებს!! ვაი ვაი!!!
გოგა
13:27 13-02-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული