ჩაკვეტაძემ გადამწყვეტი საგოლე გადაცემა გააკეთა, "გენტმა" გაიმარჯვა - წინ "რომასთან" ბრძოლაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 თებერვალს, ბელგიის ჩემპიონატის 26-ე ტურში "გენტმა" სტუმრად "ეუპენი" 3:2 დაამარცხა.

გიორგი ქვილითაია სასტარტოში იყო და 68-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ შეცვალა, რომლის საგოლე გადაცემით მცველმა კასტრო-მონტესმა 84-ე წუთზე თავურით გამარჯვების გოლი გაიტანა.

"გენტის" 20 წლის თავდამსხმელმა ჯონათან დავიდმა დუბლი შეასრულა და მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირის 25 მატჩში 15 გოლია.

"გენტი" 52 ქულით მეორე ადგილზეა და 23 თებერვალს, შემდეგ ტურში "სენტ ტრუიდენს" უმასპინძლებს, იქამდე კი, 21 თებერვალს, ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში გასვლაზე "რომას" დაუპირისპირდება.

ეუპენი. "ამ კაჰრვეგი"
ეუპენი - გენტი 2:3
გოლები:
0:1 დავიდი (5), 1:1 პრევლიაკი (7), 1:2 დავიდი (12), 2:2 მილიჩევიჩი (19), კასტრო-მონტესი (84)

მკითხველის კომენტარები / 27 /
კარგით რა მართლა უკვე მარაზმს ემსგავსება ბევრის კომენტარები. რა ნახეთ ასეთი ბიჭმა ჩააწოდა და თანაგუნდელმა გაიტანა. რა დაინახეთ აქ საოცრება! მალე ალბათ იმასაც იტყვით თამაშის დროს ბურთი მიიღოო. ვფიქრობ ეს ყველაფერი ავტორის ბრალია.ყველაფერზე როგორ შეიძლება აქო?
დავით 67
23:17 15-02-2020
8
ძალიან მაღალი დონის ჩაწოდება იყო თან რა სიჩქარეზე! შედის ფორმაში. ეგეთი ჯერ ჯერობით არავინ გვყავს.
გიორგი
20:57 15-02-2020
3

სიახლეები პოპულარული