ჩაკვეტაძემ გადამწყვეტი საგოლე გადაცემა გააკეთა, "გენტმა" გაიმარჯვა - წინ "რომასთან" ბრძოლაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 თებერვალს, ბელგიის ჩემპიონატის 26-ე ტურში "გენტმა" სტუმრად "ეუპენი" 3:2 დაამარცხა.

გიორგი ქვილითაია სასტარტოში იყო და 68-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ შეცვალა, რომლის საგოლე გადაცემით მცველმა კასტრო-მონტესმა 84-ე წუთზე თავურით გამარჯვების გოლი გაიტანა.

"გენტის" 20 წლის თავდამსხმელმა ჯონათან დავიდმა დუბლი შეასრულა და მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირის 25 მატჩში 15 გოლია.

"გენტი" 52 ქულით მეორე ადგილზეა და 23 თებერვალს, შემდეგ ტურში "სენტ ტრუიდენს" უმასპინძლებს, იქამდე კი, 21 თებერვალს, ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში გასვლაზე "რომას" დაუპირისპირდება.

ეუპენი. "ამ კაჰრვეგი"
ეუპენი - გენტი 2:3
გოლები:
0:1 დავიდი (5), 1:1 პრევლიაკი (7), 1:2 დავიდი (12), 2:2 მილიჩევიჩი (19), კასტრო-მონტესი (84)

მკითხველის კომენტარები / 27 /
უმაგრესი მიღებაა გააკეთა ჯერ ერთ მომენტში, მერე თავდაჯერება შეემატა და წავიდააა! მიდი გიოო!! :) რა აჩქარება გააკეთა და რა პასი! და კიდევ რა მაგარი მომენტები იყო, გილოცავთ ყველას. წარმატებები გიორგი!!! მადლობა!
გადასარევი გიორგი
15 თებერვალი 2020 01:42
2
დაასვა ბურთი თავზეო ამაზეა ნათქვამი, ბრავო ჩაკვე! ფაქტია,გუნდმა მისი პასით მატჩი მოიგო.ასე თავდაჯერებაც მოიმატებს და ორივე გიორგი ბელარუსიისთვის კარგ ფორმაში გვეყოლება,
ღმერთმა ქნას.
ქობულეთიდან
15 თებერვალი 2020 08:56
3
გიო შევიდა და თამაში გააკეთა!!! კარგად წაიღო ბურთი და მონტესს დაასვა თავზე!!! მეტი რა უნდა ექნა ოც წუთში???!!! ყოჩაღ ჩვენებს!!!
დათო
15 თებერვალი 2020 01:32
3
ქიმიკოსო მწვრთნელო დროა ცდაში ერთად ჩართო და ჩირითადში ორივე გიორგი დააყენო, ძალიან მმაგარი კატალიზატორი იქნება:) წარმატებები ჩვენს ლომებს!!!
ჯიმა
15 თებერვალი 2020 01:28
3
უკვე მომწონს ... წარმატებები ჩაკვე სულით და გულით შენსკენ ვარ
ლაშა
15 თებერვალი 2020 01:27
3
სხვა მომენტი არც ქონდათ გიოს შემოსვლის შემდეგ . დაასვა ბურთი თავზე და მოიგო გენტმა , ამ მოგებაში ჩაკვეს წვლილი უდიდესია
ემირ
15 თებერვალი 2020 01:40
2
ჩაკვეს ვენაცვალე, მიხარია, რომ ნელ ნელა ფორმაში შედის, მაგრამ ქვილითაიას ამხელა შანსი რომ გამოეყენებინა და გოლი გაეტანა იდეალური იქნებოდა.
Grisha
15 თებერვალი 2020 14:49
2
აი ვუყურე მთლიან თამაშს და ძალიან სუსტი გუნდია ეს გენტი დავრწმუნდი.. წინა ხაზში ისე თამაშობენ ხოლმე, გეგონება ეზოში ბიჭებს რომ დაიმატებ და ყველას მარტო თავის პონტში უნდა თამაში და გატანა მარტო მას, აი ეგრე თამაშობენ..
ზუზუ
15 თებერვალი 2020 01:42
3
ძალიან მაღალი დონის ჩაწოდება იყო თან რა სიჩქარეზე! შედის ფორმაში. ეგეთი ჯერ ჯერობით არავინ გვყავს.
გიორგი
15 თებერვალი 2020 20:57
3
ისეთი პასი გააკეთა რეალი და ბარსა დგანან რიგებში წასაყვანად
ლაშა
15 თებერვალი 2020 14:51
34
რა ხართ ეს ბოღმიანები თუ ცინიკოსები (ეგ სულ ერთია). ბიჭმა მძიმე ტრავმა გადაიტანა და ცდილობს ფორმის აკრეფას, თქვენ კი მხარდაჭერის მაგივრად დასცინით. შენმა გამზრდელმა უნდა თქვას ის სიტყვები, რაც დიდ აკაკის თავის “გამზრდელი”-ში უწერია
fani
15 თებერვალი 2020 17:29
5
ეგ რო მართლა მოხდეს შენ ბოღმა გაგხეთქავს.დდდდ
ტტტ
15 თებერვალი 2020 16:27
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული