ლევან შენგელიამ თურქეთის ჩემპიონატში ჩინებული საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის სუპერლიგის 22-ე ტურში ლევან შენგელიას "ქონიასპორი" საკუთარ მოედანზე 1:3 დამარცხდა "გიოფთეპესთან".

შენგელიამ შეუცვლელად ითამაშა, 34-ე წუთზე ზუსტი გადაცემით შაჰინერი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და მან ანგარიში გახსნა. თუმცა, ამის შემდეგ სტუმრებმა სამი უპასუხო გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

"ქონიასპორი" 20 ქულით მე-14 ადგილზეა და 22 თებერვალს სტუმრად "კაისერისპორს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ბიჭი გვჭირდება ნაკრებში , ისეთი პასის გაკეთება შეუძლია რო გადაწყვიტოს შეუძლია მატჩის ბედი
ლაშა
00:16 16-02-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული