საბა ლობჟანიძემ "ფენერბახჩეს" გაუტანა - მისმა გუნდმა გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის სუპერლიგის 22-ე ტურში საბა ლობჟანიძის "ანკარაგიუჯიუმ" საკუთარ მოედანზე "ფენერბახჩე" 2:1 დაამარცხა.

ანგარიში ამ მატჩში ლობჟანიძემ გახსნა. მან თავის ახალ გუნდში სადებიუტო გოლი მე-13 წუთზე გაიტანა და 73-ე წუთზე შეცვალეს. შემდეგ კიევის "დინამოდან" იჯარით აყვანილმა ლუქსემბურგელმა თავდამსხმელმა ჟერსონ როდრიგესმაც დალაშქრა "ფენერის" კარი. ორივე საგოლე გადაცემა პოლონელმა ნახევარმცველმა კონრად მიჩალაკმა გააკეთა. კომპენსირებულ დროში სტუმრებმა ერთი საპასუხო გოლის გატანა შეძლეს.

რაც საბა გადავიდა, ანკარის გუნდმა 3 მატჩში 7 ქულა მოიპოვა, 20 ქულით მე-15 ადგილზეა და 23 თებერვალს სტუმრად "გენჩლერბირიგლის" დაუპირისპირდება. არადა, სანამ გადახალისდებოდა,
"ანკარაგიუჯიუ" ყველას გასავარდნად განწირულად მიაჩნდა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ღმერთი ჩვენსკენ ხალხო ისე უმატებენ ბიჭები მგონი მარტის თამაშზე ვაისს დიდი გამჭრიახობა დაჭირდება შემადგენლობის ასარჩევად და რაღაც ისე მიცემს გული რომ ისტორიულ შედეგს ეს ბიჭები დადებენ.
vova
14:21 16-02-2020
0
მე მგონია რომ საბა ეხლა ყველას ჯობია თავდასხმის ხაზში ქვილითაისაც და კაჭარავასაც.პან დანიასთან დააყენა ვაისმა და თავი არ შეურცხვენია.თუ ესე გააგრძელა მარტის თამაშებში ფორმაში მყოფი ლობჟანიძე ძალიან გამოგვადგება
თემური
12:21 16-02-2020
0

სიახლეები პოპულარული