ნახეთ, რა საჯარიმო გაუტანა აბურჯანიამ "ალკმაარს" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 თებერვალს, ნიდერლანდების ერედევიზიეს 23-ე ტურში გიორგი აბურჯანიას "ტვენტემ" სახლში 2:0 სძლია "ალკმაარს".

მატჩმა ენსხედეში დიდი ინტერესი გამოიწვია, 27 300 მაყურებელი დაესწრო და აშკარა ფავორიტად ოქროს მედლებისთვის მებრძოლი სტუმართა გუნდი მიიჩნეოდა.

ანგარიში 25-ე წუთზე აბურჯანიამ თქვენი მოწონებული საჯარიმოთი გახსნა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. მან ჩემპიონატის 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეორე გოლი გაიტანა. 5 წუთის შემდეგ თავდამსხმელმა ქვინსი მენიგმაც დალაშქრა მეტოქის კარი და "ტვენტემ" გაიმარჯვა.

"ტვენტე" 27 ქულით მე-12 ადგილზეა და 23 თებერვალს გასვლაზე "უტრეხტს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
არადა როგორ მომწონს აბურჯანიას თამაშის სტილი მიდი რა აკრიფეთ აქეთ თურქეთში ლოვჟანიძეც გაიხსნა მემგონი ბიჭები კარგ ფორმაში შეხვდებიან ნაკრების თამაშებს.წარმატებები და ბოლომდე დახარჯვა და შრომა მოედნის ყველა ნაწილში
თემური
12:05 16-02-2020
0
ვეთანხმები ქომაგს და ნეტა მაგათ მართლა ერთად აუდგეთ ხოლმე ნაკრების თამაშებზე და საშუალო დობის გუნდევს კი არა უკრაინასაც მოვუგებთ და ა.შ. კაი წავედი
ილია
09:50 16-02-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული