15 თებერვალს, ნიდერლანდების ერედევიზიეს 23-ე ტურში გიორგი აბურჯანიას "ტვენტემ" სახლში 2:0 სძლია "ალკმაარს".
მატჩმა ენსხედეში დიდი ინტერესი გამოიწვია, 27 300 მაყურებელი დაესწრო და აშკარა ფავორიტად ოქროს მედლებისთვის მებრძოლი სტუმართა გუნდი მიიჩნეოდა.
ანგარიში 25-ე წუთზე აბურჯანიამ თქვენი მოწონებული საჯარიმოთი გახსნა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. მან ჩემპიონატის 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეორე გოლი გაიტანა. 5 წუთის შემდეგ თავდამსხმელმა ქვინსი მენიგმაც დალაშქრა მეტოქის კარი და "ტვენტემ" გაიმარჯვა.
"ტვენტე" 27 ქულით მე-12 ადგილზეა და 23 თებერვალს გასვლაზე "უტრეხტს" შეხვდება.