უნგრეთის ჩემპიონატში "დებრეცენთან" მოგებულ გასვლით მატჩში (3:1) "მეზოკოვეშდის" თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ თავი გამოიჩინა.
ქართველმა ფორვარდმა გოლი 37-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში 0:2 გახადა. ზივზივაძემ მადიართა პირველობის 20 შეხვედრაში 7-ჯერ დალაშქრა მოწინააღმდეგეთა კარი და მაჩვენებლით, ბომბარდირთა სიის სათავეში მყოფ ჰოჯიჩს 2 ზუსტი დარტყმით ჩამორჩება.
21 ტურის შემდეგ ბუდუს გუნდი 38 ქულით მესამე ადგილზეა და 22 თებერვალს ლიდერ "ფერენცვაროშს" უმასპინძლებს.