"ანკარაგიუჯიუმ" იანვარში 15 ახალი ფეხბურთელი დაიმატა, გასავარდნად განწირულმა გუნდმა 3 მატჩში 7 ქულა მოაგროვა, განსაკუთრებით აღსანიშნავი კი "ფენერბახჩეს" 2:0 დამარცხება იყო. გუნდის ახალწვეულ საბა ლობჟანიძის თამაში და გატანილი გოლი იმდენად შთამბეჭდავი გახლდათ, რომ თურქეთის ერთ-ერთმა გავლენიანმა გამოცემამ, "მილიეთმა" მის კარგ ასპარეზობას გაუსვა ხაზი და ინტერვიუ ჩამოართვა. გთავაზობთ ამონარიდს.
ლობჟანიძე - "ფენერბახჩესთან" გამარჯვებული მატჩის ერთ-ერთი არქიტექტორი
"ვერ ვიტყვი, რომ მეტოქე ურიგოდ გაისარჯა, ჩვენ ვითამაშეთ ძალიან კარგად. ამიტომაც მოვიგეთ. ტაქტიკურად გამართულად ვმოქმედებდით, ცარიელ სივრცეებს ვეძებდით და სწრაფი კონტრშეტევები გამოგვდიოდა. პირველ მატჩში ორჯერ
გავარტყი ბურთი ძელს და იმედგაცრუებული დავრჩი. პირველმა გოლმა უზომოდ გამახარა.
მართალი გითხრათ, ამდენი ფეხბურთელის ერთდროულად დამატებამ ცოტა გამაკვირვა. თუმცა შემდეგ დავინახე, რომ ყველანი მაღალი დონისანი არიან. მოკლე პერიოდში გუნდს ამდენი ახალი სახე შეემატა. გასახდელში კარგი ატმოსფეროა, ყველანი ერთმანეთს პატივისცემით ექცევიან. ჩვენ ისე ვასპარეზობთ, რომ სუპერლიგაში დავრჩებით, არ გავვარდებით.
მიჩალაკმა "ფენერთან" ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. მოედანზე ერთმანეთს ისე ვუგებთ, თითქოს ერთად დიდი ხანია ვთამაშობთ. ვიცოდი, თურქეთის ლიგა რასაც წარმოადგენდა, თვალს ვადევნებდი, მაგრამ შენ თვითონ როდესაც თამაშობ, ეს სულ სხვა რამაა. შესანიშნავი გულშემატკივრები გვყავს.
სეზონის პირველ ნახევარში "რანდერსში" 15 მატჩში 8 გოლი გავიტანე და მერე გადმოვედი აქ. ლევან შენგელიას ვესაუბრე და ინფორმაცია მივიღე, რომელიც "ქონიასპორის" ღირსებას იცავს. იმან, რომ ანკარა თურქეთის დედაქალაქია და კარგი ქალაქია, ჩემს არჩევანზე ასევე იქონია გავლენა".
ლობჟანიძე, ხარაიშვილი, ჩაკვეტაძე,კიტეიშვილი, კვარაცხელია, დავითაშვილი.
ამათზე თუ გუნდი აეწყობა ძალიან ძლიერი შუა ხაზი დგება, ამას კანკავაც უნდა დაემატოს.
დღევანდელ ფეხბურთში სწორედ შუა ხაზი წყვეტს ყველაფერს