კვირკველიამ "ლოკომოტივის" სასტარტოში საბოლოოდ დაიბრუნა ადგილი

AutoSharing Option

კარგა ხანი ქართველი ლეგიონერები კარგი თამაშით ვერ გამოირჩეოდნენ, რაც ბელარუსთან მომავალი უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ საგანგაშო გახლდათ, თუმცა, საბედნიეროდ, გასულ უქმეებზე გოლებითა და საგოლე გადაცემებით გაგვახარეს და კიდევ ერთი ჩინებული ამბავი:

 

საბა კვირკველია კვლავ "მჭიდშია"

საბამ, რომელიც 6 თებერვალს 28 წლის გახდა, მოსკოვის "ლოკომოტივის" სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ რამდენიმე საკონტროლო შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და დღესაც, ნორვეგიის "ვოლერენგასთან" მოგებულ სპარინგში (2:0) საიმედოდ გაისარჯა. ამ მატჩში ტრავმა მიიღო მოსკოვური გუნდის ცენტრალურმა მცველმა ვედრან ჩორლუკამ და შეცვალეს.

"ლოკო" უკანასკნელ ამხანაგურ შეხვედრას 22 თებერვალს "ჩაიკასთან"

ჩაატარებს, 29 თებერვალს კი, რუსეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში, პეტერბურგში "ზენიტს" დაუპირისპირდება.
იმასაც გეტყვით, რომ ტრავმის შემდეგ მწყობრში ჩადგა "უფას" მცველი ჯიმი ტაბიძე - ის დღეს შვეიცარიის "რაპერსვილთან" შეხვედრაში (2:1) ძირითად შემდგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
მიდი ვაჟა!.
მაგარია ვაჟას დაბრუნება ძირითადში.
მიდი ბუდუ!
15:19 19-02-2020
8
Vaso მაგრად ვიხალისე შენ კომენტარზე. ფეხბურთელებს ისე მოიხსენიებ კაცს გეგონება გუშინაც ერთად ისხედით სუფრასთან.მაგარი ანალიტიკოსი ხარ:რაღადროს ებრალიძეა თუ ძმა ხარ.მაგრად ვიხალისე,გაიხარე ძმა.ისე ნაკრებში დასაქმებაზე რას იტყვი?მაგარი ანალიტიკოსი ხარ....
G.l.
11:24 19-02-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული