20 თებერვალს, "გენტი" ევროპა ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში სტუმრად "რომას" შეხვდება. ქართველების გუნდი უკვე რომშია და "ოლიმპიკოს" სტადიონზე ივარჯიშა. გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია განაცხადში არიან.
წინასამატჩო პრესკონფერენციაზე "გენტის" მწვრთნელმა იეს ტორუპმა ისაუბრა:
"9 თვის წინ ბელგიის თასის ფინალში დავმარცხდით, ჩვენში ყველას ეჭვი ეპარებოდა და აი, ჩვენ აქ ვართ. ხანდახან იმედგაცრუება გაძლიერებს. ჯგუფური ეტაპი წაუგებლად ჩავატარეთ, რასაც არავინ ელოდა.
"რომა" ევროპის ტოპ 20-ეულში შედის, მაგრამ ვთვლით, რომ ყველაფერია შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლში დავრჩებოდით. 100%-ით ჩემს გუნდზე ვარ კონცენტრირებული და იმაზე,
თუ როგორ მივაღწიოთ შედეგს.
ჩვენი სტილი შემტევია, ასე უკეთ გამოგვდის თამაში და არაფრის შეცვლას არ ვაპირებთ. თუმცა შეიძლება მეტოქემ ბურთზე კონტროლი დაამყაროს და დაცვაში მოგვიწიოს ყოფნა. გასული შეხვედრები კარგად ჩავატარეთ და ეს იმედს გვაძლევს".