"მეშინია, "ტობოლში" ან კუსტანაიში არ დაასრულოს კარიერა" - ლევან სალუქვაძემ გიორგი ჩაკვეტაძის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა

AutoSharing Option
გადაცემა "იმედის ფსონში" სპორტულმა ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ "გენტისა" და საქართველოს ნაკრების ამომავალ ქართველ ვარსკვლავზე გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა.

"სამწუხაროდ, ევროპის ლიგაზე გიორგი ჩაკვეტაძის გულშემატკივრობა ისე არ გამოგვივიდა, როგორც ჩვენ გვსურდა. ველოდით უფრო მეტს ამ ფეხბურთელისგან და ველოდით უფრო მეტს "გენტის" მწვრთნელისგან, რომ მას უფრო მეტ სათამაშო დროს დაუთმობდა.

დასამალი არავისთვის არ არის, რომ ქართული ფეხბურთის მთავარი იმედი გვყავს ჩაკვეტაძე. ყველა ქვეყანაში გამოჩნდება ხოლმე 1-2 ფეხბურთელი, რომლის ირგვლივაც უნდა ჩამოყალიბდეს გუნდი.

იცით, რა... ცოტა თავის ვიტყუებთ რა... ვამბობთ, რომ ტრავმა ჰქონდა და
ა.შ. მაგრამ ვერ ხვდებით, რომ დრო გადის?!

ტრავმა ჰქონდა და ეს ყველა ფეხბურთელისთვის ძალიან ცუდია, მაგრამ მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა. დიდი დრო გავიდა ასევე ტრავმის მკურნალობამდე, მკურნალობიდან აღდგენამდე და ა.შ.

კარგია სიფრთხილე, რომ არ ვაჩქარებთ და არ გვინდა ტრავმა გაუმიზეზდესო, მაგრამ ესე ნელა მოქმედებაც ჰო არ შეიძლება?!

სად დაიკარგეთ ის ხალხი, რომ წერდით, ჩაკვეტაძე "რომას" უნდაო და კოლოსარულ თანხებს ასახელებდით?! თუ მართლა ასე იყო, გამოეყვანათ ამ "რომასთან" და უფრო მეტი დრო და დავალება მიეცათ.

სირაქლემის პოზიციაში ვცხოვრობთ, თავი გვაქვს ჩაყოფილი ქვიშაში და რასაც ვიტყვით, გვინდა რომ მხოლოდ იმის გვჯეროდეს.

ოქროს პერიოდი, რომ მიდის ვერავინ ხვდებით? გამოდის "გენტის" პრეზიდენტი და იტყვის, რომ 25 მილიონზე ნაკლებად არ გავყიდიო. დიდი ბოდიში, მაგრამ ჰოლანი იყიდა "დორტმუნდმა" 20 მილიონად და იქ რაებს აკეთებს, ყველამ კარგად იცის.

10 მილიონად, რომ გაიყიდოს ჩაკვეტაძე და კარგ გუნდში გადავიდეს, საქართველოსთვის ცუდია? თუ შევაბერდეთ ამ "გენტს", "სენტ ტრუიდენს", "ვარეგემსა" და ეგეთ გუნდებს...

არ ვიცი, ეს წყევლაა თუ რა არის, მაგრამ ბელგიაში ვერცერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ვერ გაიხარა. ტალანტების სასაკლაოდ იქცა ეს ქვეყანა.

"ბაიერნში" გადასვლაზე მიდიოდა ხმები და საზოგადოების ერთმა ნაწილმა თავი მოიკლა როგორ შეიძლებაო და აგერ ბატონო, თუ არ შეიძლება...

მეშინია, რომ ჩაკვეტაძემ "ირტიშში" ან სადმე კუსტანაიში არ დაასრულოს კარიერა, ან კიდე უკეთეს შემთხვევაში "იაგელონიაში".

არ მინდა, რომ ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი და ტალანტი დავკარგოთ", - ამბობს სალუქვაძე.
მკითხველის კომენტარები / 86 /
სწორია და ვეთანხმები,ქართულ ფეხბურთს ანადგურებენ ფულის მონები, მაფიოზები.თავი აგენტები რომ ჰგონიათ და კლუბის პრეზიდენტები,
გიორგი
22 თებერვალი 2020 19:11
2
როგორ ჩავბჟირდე ქართველს რო ეხება საქმე მარა იმას ხომ ვერავინ უარყოფთ რო იწერებოდა რომას უნდაო და ამაზე კარგ შანს თავის მოსაწონებლად მწვრთნელი მეტს სად ნახავდა სარფიანად გაყიდვის მარა როგორც ვიცით ქართველებმა ის არგენტინის ბარსელონაში ჭანტურია ნამდვილ ბარსელონაში სეგუნდადან პრიმერაში რო გადადიოდა და შვეიცარიაში გაუშვეს ნუ მოკლედ რა ყოველდღე მიმცირდება სურვილი ქართულ გაზეთებში ქართველებზე სტატიის წაკითხვის
ნოდო
22 თებერვალი 2020 19:09
3
ჟურნალისტი რომ ჭორაობს და ეს სპორტული ჟურნალისტიკა ჰგონია თვიტონაა პრობლემა ფეხბურთის განვითარებისთვის.
გიორგი
22 თებერვალი 2020 18:57
5
და ამით რისი თქმა უნდოდა? პოკერი მოვაწყოთ ევროპარლლამენტთან და მოვითხოვოთ ჩაკვეტაძის ძირითადში დაყენება და რომანში ტრანსფერის დაჩქარება?
max
22 თებერვალი 2020 18:40
6
სენტ-ტრუიდენთან ხვალ ძირითადში იქნება და შანსი უნდა გამოიყენოს
პროფესორი
22 თებერვალი 2020 18:39
3
როგორც ყველა სპორტსმენს მოეთხოვება,ისე კომენტატორს...დიქცია,ხმის ტემბრი,სპორტის ამ თუ იმ სახეობებში ღრმად გარკვევა და ა.შ.
ჰოდა,ბატონი სალუქვაძე?????? ტიპიური ,,კომკავშირელი" ,რომელიც კონკრეტული გარე ძალის ,,იმპერატიულ ტრენდში" ვაზელინის გარეშე სლიკინით ჯდება.
სულ ეს არის,გამოხატვის უფლება ჩემზეც თუ ბრცელდება,გამოაქვეყნეთ, თუ ,,მამა-მარჩენალის" განაწყენების და შესაბამისად გადმოგდებული ,,ორიოდე კაპეიკის" დაკარგვის შიში გაქვთ,დაბლოკეთ.
შეგეწიოთ გვარამია-ბოკერია-უგულავა-მერაბიშვილის შტამპ-მამა
ადამიანი
22 თებერვალი 2020 18:38
7
სენტ-ტრუიდენთან ხვალ ძირითადში იქნება ასე მგონია და შანსი უნდა გამოიყენოს
პროფესორი
22 თებერვალი 2020 18:38
2
სიმართლეს ამბობს ლევანი 19-20 წლის ბიჭები დაფრინავენ ისე თამაშობენ დორტმუნდში პსჟში აიაქსში, მანჩესტერში და რავი გადახედეთ ტოპ ჩემპიონატებს პორტუგალიაზე ჰოლანდიაზე რომ არაფერი ვთქვათ, ბომბარდირებში არიან დაჩემპიონობაზე იწევენ ჩაკვე კიდე გენტში 15 წუთს თუ ათამაშებენ დიდი მიღწევა გვგონია, სამწუხაროდ ქართველების სენია თავი განსაკუთრებულად ნიჭიერები რომ გვგონია თორემ ესეთი ფეხბურთელები ასობით არიან ასარჩევად.
Semi
22 თებერვალი 2020 18:36
5
არდაბლოკოტ მესიჯი რას გვჩვევიატ თუ შეგიძლია დაწერა ესეგი ნებაც დართეტ და დაუშვიტ ყველა მესიჯი ტუ უზდელობას არმოიცვავს,მე აქ რამდენჯელ დავწერე რომ გენტი არის საშინელი კლუბი თავის მწვრტნელიან მენეჯმენტიანატ და სასწრაფოდ უნდა გადავიდნენ მაქედან ორივე ტორე ღმერტმა არქნას და ვცდებოდე მე რომ წინ არწასწევს არც ეგ კლუბი და საერტოტ ეგ ბელგია.კი გვონია რო ძლიერი ჩემპიონატი და ნახტომია მაგრამ სხვა ჩემპიონატი ლუბოი ჯობს?
ამაზრზენი კლუბი
22 თებერვალი 2020 18:34
3
ძალიან ძლიერი კონკურენტი უავს გუნდში გიორგის. ეს არის - დავიდი, რომელიც ბელგიის ჩემოიონატის ბომბარდირია როგორც გოლებით, ასევე საგოლე პასებით. როგორ წარმოგიდგენიათ რომ მწვრთნელმა დავიდი დასვას სკამზე და ჩაკვეტაძე ათამაშოს? გამოსავალი არის სხვა გუნდში გადასვლა, ან იჯარით ან გაყიდვით. ძალიან მიაჩვიეს უკვე სათადარიგო სკამს და ესე გაგძელება აღარ შეიძლება!!!
რომანა
22 თებერვალი 2020 18:21
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული